logo_geo
როგორ გავუმკლავდეთ მუცელზე ცხიმს 40 წლის შემდეგ
- +

29 თებერვალი. 2020. 14:42

 

ამერიკელი დიეტოლოგები გვახსენებენ, რომ 40 წლის ზემოთ ნელდება მეტაბოლიზმი და ორგანიზმი უფრო ნელა ითვისებს პროდუქტებს, განსაკუთრებით თუ ის "მავნე კვების" კატეგორიას განეკუთვნება.

 

ექიმების აზრით, 40 წლამდე ჯანმრთელ ადამიანს, რომლის ორგანიზმიც ნორმალურად მუშაობს, უარყოფითი შედეგების გარეშე შეუძლია მიირთვას ფასტ-ფუდი და წონაში არ მოიმატოს. თუმცა ასაკთან ერთად, ნივთიერებათა ცვლა ნელდება და არამიზნობრივი, დაუბალანსებელი რაციონი ცუდად აისახება ჯანმრთელობაზე. კერძოდ შეიძლება ამგვარი კვებისას გამოვლინდეს გარეგნული შედეგი- ჭარბი წონა.

 

დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ამის თავიდან ასაცილებლად და ნებისმიერ ასაკში სასურველი ფიგურის შესანარჩუნებლად, საჭიროა მარტივი რეკომენდაციების დაცვა. კერძოდ,

სპეციალისტები გვირჩევენ წითელი ხორცი მცირე ულუფებად მივიღოთ კვირაში 2-ჯერ. მასზე სრულად უარის თქმა არ შეიძლება, რადგანაც ეს პროდუქტი კუნთური მასისთვისაა აუცილებელი, ხოლო ქალებისთვის რკინის ნაკლებობის საპროფილაქტიკოა.

 

 

big_banner
არქივი