logo_geo
სამკურნალო მცენარეების გასახდომი ჩაი
- +

29 თებერვალი. 2020. 15:30

 

თუ წონას აკონტროლებთ, სასარგებლო იქნება საკვებ რაციონში ბალახების ჩაის ჩართვა და ამით გაზიანი სასმელის, ყავის ან ტკბილი წვენის ჩანაცვლება.

 

გასახდომი ჩაის მოსამზადებელი რეცეპტები ბევრია და დიეტაზე ყოფნისას ასეთი სასმელი ძალიან სასარგებლო იქნება.

 

გასახდომი ჩაის ყველა რეცეპტში არის გამწმენდი მოქმედების მცენარე. უფრო ხშირად ამგვარ ჩაიში შედის სენას ექსტრაქტი. თუმცა, მისი გადაჭარბებულად მიღება არ ღირს. მცენარეები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ნაწლავზე, რომელიც შეიძლება მიეჩვიოს გაღიზიანებას, რაც დაარღვევს მის ნორმალურ ფუნქციობას. ამდენად, ყველაფერი ზომიერად უნდა გამოიყენოთ.

 

ამას გარდა, გასახდომი ჩაის დიდი ხნით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები: ნაწლავებში აირების დაგროვება, კუჭში დისკომფორტი და შებერილობა. ამ ყველაფრის მოხსნა შესაძლებელია, თუ ჩაის დავუმატებთ პიტნას ან კამას.

 

კამა–პიტნის ჩაი:

 

ერთმანეთს შეურიეთ 20 გრ სენას ფოთლები, 20 გრ ოხრახუში, 20 გრ ჭინჭარი, 10 გრ

კამა, 20 გრ ბაბუაწვერა, 10 გრ პიტნა.

 

1 ჩაის კოვზ ამ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ პატარა ულუფებით.

 

გასახდომი ჩაი დღეში 1 ჭიქა უნდა მიიღოთ, თანდათანობით მოცულობა შეიძლება გაზარდოთ, დღეში 3 ჭიქამდე. 6 კვირის შემდეგ 1 ჩაის ჭიქა უნდა მიიღოთ სამჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. შემდეგ საჭიროა თანდათანობით სასმელის მოცულობის შემცირება 1 ჭიქამდე. სრული კურსის დასრულების შემდეგ შეიძლება დღეში 1 ჩაის ჭიქის მიღება, რაც ზედმეტი წონის პროფილაქტიკაა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი