logo_geo
გოგონა თავის „დიდ კატას“ აუზში აბანავებს
- +

1 მარტი. 2020. 14:52

 

 

ლიგერი - ლომისა და ვეფხვის ჰიბრიდია, რომელიც ორივე მტაცებელზე გაცილებით დიდი იზრდება. მიუხედავად მისი საშიში გარეგნობისა, ის მშვიდი და თავისი მომვლელების მიმართ, მოსიყვარულე ცხოველია. დიდი ალბათობით, ამის მიზეზი არის ის,  რომ ეს ჰიბრიდი დაბადებიდან  ადამიანების გარემოცვაში იზრდება.

 

როგორც ჩანს, მტაცებელი სიცხემ შეაწუხა და მომვლელმა გადაწყვიტა, აუზში გააგრილოს. კადრებში ჩანს, რომ ლიგერი წყლის პროცედურებით კმაყოფილია.

 

ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, რომ ამ დროს უმჯობესია „დიდი კატა“ არ გააბრაზოთ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი