logo_geo
XIX საუკუნეში დატენილმა თოფმა 100 წლის შემდეგ გაისროლა - ინციდენტი გორის მუზეუმში
- +

1 მარტი. 2020. 19:49

 

 

გორის მუზეუმის ერთ-ერთი ექსპონატი კაჟიანი თოფი გახლავთ, რომელიც მუზეუმს 1967 წელს, ვინმე ეკატერინე ქორქაძემ გადასცა.

 

 

თოფი მე-19 საუკუნეშია დამზადებული და მუზეუმში მოხვედრამდე მთელი საუკუნე უმოქმედოდ იყო.

 

 

გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, თინათინ სოსანაძე „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უამბობს, როგორ გაისროლა ექსპონატმა 100 წლის შემდეგ:

 

 

- რამდენიმე წლის წინ, მუზეუმის იარაღის კოლექციას ჩაუტარდა  რესტავრაცია-კონსერვაცია (რესტავრატორი - ზაქარია ნონიკაშვილი), რომლის დროსაც, თითქმის საუკუნის წინ დატენილმა თოფმა გაისროლა. როგორც ჩანს, თოფი  დატენილ მდგომარეობაში ჰქონდათ შენახული ოჯახში და ასევე მოხვდა მუზეუმში. პირისწამლის თვისებაა, ტენის იოლად აღება. ის ასევე იოლად შრება, თუმცა არ კარგავს აალების თვისებას... თოფი რესტავრატორს გავატანეთ ხელწერილის ქვეშ, რადგან ადგილზე ვერ გააკეთებდა. გაწმენდის დროს ხირიმში ჩარჩენილი დენთი აალდა და გავარდა. ახადა ნახევარი საბძელი, ზაქროს დაეხვა ნახევარი სოფელი თავზე. კიდევ კარგი, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და მსხვერპლი არ მოჰყვა მე-19 საუკუნეში დატენილ თოფს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი