logo_geo
ცნობილი მწერლების უცნაური ჩვევები
- +

12 მარტი. 2017. 19:02



1830 წელს, როცა ჰიუგომ წიგნის „კუზიანი ნოტრ დამიდან" წერა დაიწყო, მან შეიძინა მელნის მთელი ბოთლი და თავს შიდა პატიმრობა მიუსაჯა რამდენიმე თვის განმავლობაში. იმისთვის, რომ სახლიდან გასვლის ცდუნება დაეძლია, მან თავისი ტანსაცმელი სხვაგან გადამალა და არაფერი დაიტოვა გარდა ერთი დიდი ნაცრისფერი ხალათისა. როცა მან ნაწერი დაასრულა, მისთვის შემდეგი სათაურის შერჩევა დააპირა: „რა დაიწერა ერთი ბოთლი მელნისგან", მაგრამ ბოლოს მაინც სხვა რამე დაარქვა.

 

Description: victor-hugo

 

ალექსანდერ დიუმა წლების განმავლობაში რომანებს მხოლოდ ლურჯ ფურცლებზე წერდა, ლექსებსა და პოემებს - ყვითელზე, სტატიებს კი ვარდისფერზე. ერთხელ, როცა ევროპაში მოგზაურობდა, ლურჯი ფურცელი დაუმთავრდა, ამიტომ მოუხდა რომანი სხვა ფერის ფურცელზე დაეწერა, რასაც მოგვიანებით ტანჯვის პროცესი უწოდა.

 

Description: dumas

 

ჯეიმს ჯოისი წერისას ყოველთვის საწოლში მუცელზე წვებოდა და დიდ ლურჯ კალამს იყენებდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ჯოისს ძალიან ცუდი მხედველობა ჰქონდა. 1930 წლისთვის მას უკვე 25-მდე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული თვალზე, მაგრამ მისი მხედველობა არც ერთს გაუუმჯობესებია.

 

Description: joyce

 

ჯონ სტეინბეკი მხოლოდ ფანქრით წერდა, მას ყოველთვის ედო მაგიდაზე 12 ფანქარი.

 

Description: john-steinbeck

 

ჯეკ ლონდონი თავს აიძულებდა, დღის განმავლობაში მინიმუმ ათასი სიტყვა დაეწერა, სტეფან კინგმა ეს რიცხვი ორი ათასამდე გაზარდა.

 

Description: jack_london_crop_2

 

ავტორი წიგნისა „თამაში ჭვავის ყანაში", ჯერომ სელინჯერი ხშირად შიშველი წერდა.

 

Description: selinj

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი