logo_geo
ძვირადღირებული ავტომობილების მფლობელები უფრო ნაკლებად უთმობენ გზას ქვეითებს
- +

2 მარტი. 2020. 13:50

 

ლას-ვეგასში მდებარე ნევადის უნივერსიტეტის სწავლულებმა გაარკვიეს, რომ პრემიალური ავტომობილების მფლობელები უფრო ნაკლებად თავაზიანები არიან ქვეითებთან. მკვლევარებმა გაარკვიეს, რამდენად ცვლის ადამინების ქცევას ძვირადღირებული ავტომობილი, რომელსაც ის მართავს, ასევე გაარკვიეს მძღოლის ქცევის ცვლილება ქვეითის სქესისა და რასის მიხედვით.

 

ექსპერიმენტი ორ ე.წ. „ზებრაზე“ ტარდებოდა ლას-ვეგასის ჩვეულებრივ საცხოვრებელ კვარტალში. შედეგად კი გაირკვა, რომ  ყოველი, 1000 დოლარით ძვირიანი ავტომობილის შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ მძღოლი გაატარებს ქვეითს, 3%-ით იკლებდა.

 

კვლევაში 461 ავტომობილი იღებდა მონაწილეობას და ამათგან მხოლოდ 28 პროცენტმა გაატარა ქვეითი, თუმცა, მათ სქესს და რასას ამ შემთხვევაშიც ჰქონდა მნიშვნელობა. მაგალითისთვის, როგორც პრემიალური, ასევე ბიუჯეტური ავტომობილების მფლობელების 31,3% ატარებდნენ ქალებს, ვიდრე კაცებს (24%). ასევე, ისინი უფრო მეტად უთმობდნენ გზას თეთრკანიანებს(31%), ვიდრე ფერადკანიანებს(24,7%). მიუხედავად იმისა, რომ პრემიუმ-კლასის ავტომობილების მფლობელები აშკარა უპატივცემულობას იჩენდნენ  ქვეითების მიმართ, კვლევის ავტორებს არ ჰქონდათ საშუალება, გაერკვიათ, რა იყო ამის მიზეზი, ვინაიდან მათ ისინი არ გამოუკითხავთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი