logo_geo
საწარმო, რომელიც გამოყენებული პირბადეებით ვაჭრობდა, დახურეს
- +

5 მარტი. 2020. 16:10

 

ტაილანდში საწარმოს საქმიანობა აღკვეთეს, რომელიც გამოყენებულ პირბადეებს, როგორც ახალს ასაღებდა და ისე ყიდდა.

 

სამართალდამცველებმა ინფორმაცია მიიღეს, რომ საწარმოში არალეგალურ საქმიანობას ჰქონდა ადგილი. პოლიციამ ადგილზე აღმოაჩინა, რომ საწარმოში გამოყენებულ პირბადეებს აუთოებდნენ, შემდეგ ყუთებში ათავსებდნენ და როგორც ახალს, ასაღებდნენ.

 

პოლიციის განცხადებით, საწარმოს თანამშრომლები ამ გზით, დღეში ოთხასამდე პირბადეს ამუშავებდნენ, ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი