logo_geo
როგორ გამოიყურება სახლი გამოქვაბულში, რომელიც 1 მლნ დოლარი ღირს
- +

9 მარტი. 2020. 14:05

 

 

აშშ-ის შტატ არიზონას ქალაქ ბისბიში მდებარეობს უცნაური სახლი, რომელსაც „გამოქვაბულის სახლს“ უწოდებენ.  Business Insider-ის მიხედვით, მდიდრული სახლისა და მიწის ნაკვეთის მფლობელი მას აუქციონზე 998 500 აშშ დოლარად ყიდის.

 

გამოქვაბულის სახლის აშენების იდეა 1985 წელს შეყვარებულ წყვილს მოუვიდა, რომელიც არიზონაში მოგზაურობდა. თავდაპირველად მათ კლდეში მცირე ზომის ერთი ოთახი გამოკვეთეს.

 

სახლმა საბოლოო სახე 15 წლის შემდეგ მიიღო. ამ დროის განმავლობაში წყვილმა გამოქვაბულში კიდევ რამდენიმე ოთახი გამოკვეთა და მიწის ნაკვეთში ორი პატარა სახლიც ააშენა სტუმრებისთვის.

 

გამოცემის ინფორმაციით, სახლის ფართობი 300 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სახლის ირგვლივ სხვადასხვა ჯიშის ხეები და ყვავილებია დარგული. ამასთანავე ბუნებრივი წყაროების მეშვეობით სახლს რამდენიმე პატარა აუზი აქვს.

 

სახლში 2 საძინებელი ოთახი, 2 სააბაზანო, სამზარეულო და დიდი სასტუმრო ოთახია მოწყობილი.

 

წყვილი სახლს 2018 წლამდე ფლობდა, რის შემდეგაც ის 987 000 აშშ დოლარად გაყიდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი