logo_geo
სად არის თბილისში უძრავი ქონების ქირაობა ყველაზე ძვირი და იაფი
- +

9 მარტი. 2020. 14:09

 

 

2019 წლის მე-4 კვარტალში, უძრავი ქონების გაყიდვები მე-3 კვარტალთან შედარებით, 4.7%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა.

 

ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. პუბლიკაცია უძრავი ქონების ბაზრის 2019 წლის მე-4 კვარტლის მიმოხილვას მოიცავს.

 

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში გაქირავების საშუალო ფასი 1 კვ. მეტრზე 7.2 დოლარიდან 7.5 დოლარამდე მერყეობდა.

 

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ღირებულების მიხედვით, მთაწმინდა დედაქალაქის ყველაზე ძვირი რაიონია; ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი გლდანშია. კერძოდ, გაქირავების საშუალო ფასი მთაწმინდაზე 8.4 აშშ დოლარი ანუ 24.9 ლარი; ხოლო გლდანში - 4.5 აშშ დოლარი ანუ 13.2 ლარი იყო.

 

რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე გაქირავების საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე - 6.8 დოლარი (20.1 ლარი); ნაძალადევში - 5.7 დოლარი (16.9 ლარი); დიდუბეში - 6 დოლარი (17.8 ლარი); ვაკეში - 7.6 დოლარი (22.5 ლარი); ჩუღურეთში - 6.9 დოლარი (20.3 ლარი); ისანში - 7.1 დოლარი (20.9 ლარი); კრწანისში - 7.4 დოლარი (21.9 ლარი); ხოლო სამგორში - 5.5 დოლარი (16.3 ლარი) იყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი