logo_geo
პატარძლის უცნაური რეაქცია ქორწილში
- +

10 მარტი. 2020. 12:36

 

ამერიკელმა მენდლი ვაინშტოკმა თავისი სიცოცხლის მეოთხედი და დაახლოებით 400 დოლარი დახარჯა, რათა ერთადერთი დისთვის საქორწილო დღესასწაული კოშმარად ექცია, თუმცა, მან სოციალურ ქსელებში, ამ ერთი პატარა მოქმედებით,  დიდი პოპულარობა მოიპოვა.

 

როგორც მენდლიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხუთი წლის წინ ის დასთან და მის მეგობრებთან ერთად ერთი შტატიდან მეორეში მიემგზავრებოდა, რა დროსაც მისი და აღწერდა, თუ როგორ ქორწილს გადაიხდიდა, როდესაც გათხოვდებოდა, თუმცა, იმ მომენტში მას მეგობარი ბიჭიც არ ჰყავდა, შესაბამისად, ქორწილზე საუბარი ზედმეტი იყო.

 

„მის გასაბრაზებლად ვუთხარი, რომ თუ ქორწილში მისვლას მაიძულებდა, იქ ლამასთან ერთად მივიდოდი. რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ, მან მითხრა: „კარგი, ლამას ქორწილში ვეპატიჟები“, - იხსენებს მენდლი.

 

რამდენიმე წლის შემდეგ, მენდლიმ პირობა შეასრულა. 2019 წლის ოქტომბერში მისი და, რივა, დაინიშნა. მენდლიმ შეიტყო, თუ სად გაიმართებოდა საქორწინო ცერემონია. ის დაუკავშირდა ლამების ფერმას და ცხოველი არენდით გამოიყვანა.

 

როგორც მან მოგვიანებით  განაცხადა, 400 დოლარი ლამას დაქირავებისთვის გადაიხადა, ასევე სოლიდური თანხა დასჭირდა კოსტიუმისათვის, თუმცა, დის სასოწარკვეთილი სახე და სოციალურ ქსელში ათასობით კომენტარი ამად ღირდა. რივამ, თავის მხრივ, ძმას მადლობა გადაუხადა, რადგან მისი წყალობით, ქორწილი შთამბეჭდავი გამოვიდა. გოგონას თქმით, ის უკვე ფიქრობს სამაგიეროს გადახდას და ძმას ურჩია „ფართოდ გახელილი თვალებით დაიძინოს“.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი