logo_geo
დედა ციყვმა თავისი ნაშიერები კობრას თავდასხმისგან იხსნა
- +

10 მარტი. 2020. 18:40

 

 

კგალაგადი​ს (ბოტსვანა) ნაკრძალში ტურისტმა ვიდეოზე გადაიღო კობრასა და აფრიკული მიწის ციყვის დაპირისპირება. მღრღნელმა ქვეწარმავალს თავისი ბუნაგისკენ მისასვლელი გზა გადაუღობა.

 

მებრძოლი ციყვი რამდენიმე წუთი ცდილობდა, გველი ტერიტორიიდან გაეგდო, რომელიც იმ ბუნაგთან მიახლოებას ცდილობდა, სადაც ციყვს პატარა ნაშიერები ელოდნენ.

 

„თვალებს ვერ ვუჯერებდით, როდესაც ეს სცენა ჩვენ წინ განვითარდა. გვეშინოდა, რომ კობრა ციყვს ზიანს მიაყენებდა, თუმცა, შემდეგ აღფრთოვანებულნი დავრჩით მღრღნელის სიმამაცით“, - წერს ტურისტი ვიდეოს კომენტარებში.

 

ციყვი გველს უახლოვდებოდა, თუმცა, ყოველი შეტევისას უკან დახევას ასწრებდა. როგორც ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, საბოლოოდ, ქვეწარმავალს მობეზრდა პატარა ცხოველთან დაპირისპირება და ტერიტორიას გასცილდა.

 

„კგალაგადში არაერთი წელია, ვმოგზაურობ, თუმცა ამ დრომდე არასოდეს მინახავს გველზე ციყვის თავდასხმა“, - წერს ვიდეოს ავტორი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი