პატრონმა ლეკვი და ფრინველი სასაცილო სიტუაციაში გადაიღო - თითქოს შინაურმა ბინადრებმა გემრიელი სასუსნავების მაგიდიდან მოპარვა ერთად დაგეგმეს.
ქათამი ხის მორზე მოკალათდა, ხოლო ლეკვმა ის კიბედ გამოიყენა, რომ მაგიდაზე დადებულ საკვებ ნარჩენებს მიწვდომოდა. როგორც ჩანს, ფრინველი ქურდობის თანამონაწილე შემთხვევით გახდა.
ვიდეოს ავტორის თქმით, ის რამდენიმე წუთი გავიდა საქმეებზე, ხოლო როდესაც დაბრუნდა, „დამნაშავე დუეტი“ შემთხვევის ადგილზე გამოიჭირა.
კადრებს ინტერნეტ-სივრცეში ათასობით ნახვა, გაზიარება და კომენტარი მოჰყვა.
https://video.ambebi.ge/files-6/2020/03-09//lekvizuu-220435.mp4