logo_geo
როგორ ტარდება მობილური ტელეფონის დეზინფექცია?
- +

13 მარტი. 2020. 22:09

 

 

კორონავირუსის ეპიდემიისგან თავდასაცავად ხელების საპნით დაბანა რომ აუცილებელი რეკომენდაციაა,

ეს უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ გვავიწყდება მობილური ტელეფონები და გაჯეტები, რომლებსაც მუდმივად ვიყენებთ და რომლებიც ასევე შეიძლება იქცეს ინფექციის გავრცელების წყაროდ.

 

ამერიკის ეპიდემიოლოგიის სკოლის წარმოამდგენელი, ექიმი ჯეფრი კლაუსნერი გვაფრთხილებს: "როგორც ხელები, თქვენი ტელეფონიც ზუსტად ისევე შეიძლება გახდეს ინფექციის წყარო".

 

ხელზე არსებული მიკრობები საშიშროებას იმიტომ გვიქმნიან, რომ ადამიანი ხელით ხშირად ეხება სახეს - თვალს, ცხვირს, პირს, რის შემდეგაც მიკრობები ორგანიზმში ხვდება და იწვევს ინფექციას.

 

თანამედროვე ადამიანი სმარტფონს დღეში რამდენიმე ასეულჯერ ეხება და თუ

თავდაცვის ზომებს ამ მიმართულებითაც არ გავატარებთ, ხელის დაბანა საკმარისი არ იქნება.

"სმარტფონს ჩვენ ვუწოდებთ მესამე ხელს, რომელსაც არასოდეს ვიბანთ. თუ ტელეფონს ისევე არ მოვექცევით, როგორც საკუთარ ხელებს, მაშინ სამივე ხელის სისუფთავის დაცვა გაგვიჭირდება" - გნაცხადა ეპიდემიოლოგმა დენ ბარნსმა.

 

არიზონის უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკვლევა გვაჩვენებს, რომ სმარტფონზე ათჯერ მეტი ბაქტერიაა, ვიდრე უნიტაზის ზედაპირზე, რადგან ამ უკანასკნელს რეგულარულად წმენდენ, ხოლო მობილურის სისუფთავეზე იშვიათად ვზრუნავთ.

 

სმარტფონის დეზინფექცია გარკვეული წესების დაცვით არის საჭირო, რადგან ჩვეულებრივმა სადეზინფექციო საშუალებებმა შეიძლება დააზიანოს მოწყობილობა.

რაც შეეხება კორონავირუსს - Covid 19 საგნების ზედაპირზე შეიძლება ცოცხლობდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე.  სხვა კორონავირუსების გამოკვლევისას დადგინდა, რომ ისინი განსაკუთრებულად ხანგრძლივად რჩებიან კარდონზე, ქსოვილზე, მეტალზე, აგრეთვე პლასტიკატსა და შუშაზე.

 

როგორ შევამციროთ მობილურიდან ინფექციის გავრცელების რისკი

 

საზოგადოებრივ ტარნსპორტში ყოფნისას ნაკლებად ისარგებლეთ მობილურით: ტრანსპორტში თქვენ ეხებით სახელურებს, სავარძლებს, შემდგომ - ტელეფონს და გადაგაქვთ ვირუსები ტელეფონის ზეადპირზე.

 

სმარტფონის გასაწმენდად მწარმოებლები გვირჩევენ გამოვიყენოთ საპნიანი წყალი, რომელშიც უნდა დავასველოთ აბრეშუმის ნაჭერი, შემდეგ გავწუროთ და ძალიან ფრთხილად გავწმინდოთ სმარტფონის ზედაპირი. გაწმენდის დროს ტელეფონი აუცილებლად გამორთული უნდა იყოს.

 

შეიძლება სპირტის შემცველი დეზინფექტორის, სპრეის ან სალფეტკის გამოყენებაც, მაგრამ არსებობს ტელეფონის დაზიანების გარკვეული რისკი.

 

სპირტიან ხსნარს ასე ამზადებენ: 60% წყალი და 40% სპირტი. ამ ხსნარში დაასველეთ ნაჭერი, კარგად გაწურეთ და გაწმინდეთ სმარტფონის ზედაპირი, შემდეგ კი მშრალი ტილოთი გაამშრალეთ.

 

თუმცა აქვე წაიკითხეთ გაფრთხილება:

 

"ზოგიერთი მომხმარებელი გაჯეტს ალკოჰოლის შემცველი გელებით ან სპირტიანი ხელსახოცებით წმენდს, რამაც შესაძლოა ეკრანის დაზიანება გამოიწვიოს.

თანამედროვე ტელეფონების დისპლეი დაფარულია სპეციალური შრით, რომელიც ტელეფონს ჭუჭყის, ცხიმისა და ხელის ზემოქმედებისგან იცავს. სპირტის შემცველი საშუალებები კი მას დააზიანებს. ეს შრე დროთა განმავლობაში ისედაც განილევა, მაგრამ სპირტით წმენდა ამ პროცესს დააჩქარებს" - აცხადებს კომპანია SquareTrade-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეისონ სიცილიანო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი