logo_geo
პედიატრი: ბავშვებს ხელები სპირტის შემცველი ხსნარით არ დაუმუშაოთ, ქუჩიდან შესულები ნუ აკოცებთ და მიეცით დიდი რაოდენობით სითხე
- +

14 მარტი. 2020. 19:16

 

 

პედიატრი ინგა მამუჩაშვილი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს.

 

 

როგორც პედიატრმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის თემა" აღნიშნა, რომ პირველ რიგში აუცილებელია, სახლში მისვლის შემდეგ მშობლებმა ბავშვებთან მიახლოვებამდე ყველა ჰიგიენური წესი დაიცვან.

 

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მშობლებმა პატარები ხშირად გაიყვანონ სუფთა ჰაერზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაცული იყოს გარკვეული დისტანცია.

 

 

„ზოგადად, რეკომენდაციები ამ ვირუსთან დაკავშირებით არის საერთო. მე მინდა მოვუწოდო მშობლებს, რომ ქუჩიდან შემოსულები ნუ აკოცებთ ბავშვებს, ნუ მიხვალთ მათთან იმ ტანსაცმლით, რომლითაც ქუჩაში იყავით, ნუ შეეხებით ბავშვებს დაუბანელი ხელებით, ნუ გადაკოცნით.

 

 

გამოიცვალეთ, დაიბანეთ ხელი, გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარი და ასე მიუახლოვდით პატარებს, თუმცა აქაც გადაკოცნისგან და ჩაკოცვნისგან თავი უნდა შევიკავოთ. ქუჩაშიც უცხო ადამიანებმა იციან, ლოყაზე ბავშვს მოუთათუნებენ ხოლმე, ეს დაუშვებელია. არ ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ პატარები ღია ცის ქვეშ ატარონ, ასეირნონ, თუმცა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირება. დაახლოებით მეტრანახევარი-ორი მეტრით ნუ მიუახლოვდება ნურავინ ბავშვს" - აღნიშნა ინგა მამუჩიშვილმა.

 

 

პედიატრის განმარტებით, არ არის რეკომენდირებული, რომ ბავშვებს ხელები სპირტის შემცველი ხსნარებით დაუმუშაონ.

 

 

როგორც მამუჩიშვილი ამბობს, უმჯობესია ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი საპონი ან ბავშვის ჰიგიენური საშუალებები იქნას გამოყენებული.

 

 

"ბავშვებს სპირტის ხსნარებით ნუ დაუმუშავებთ ხელებს, არსებობს ანტიბაქტერიული ხელსახოცები, რომლითაც შეგვიძლია მათ ხელი გავუწმინდოთ. სპირტიანი ხსნარით დამუშავებაზე თავი შევიკავოთ, რადგან ბავშვის კანი ხსნარს სწრაფად იწოვს და შეიძლება ალერგია გამოიწიოს“, - განაცხადა ინგა მამუჩაშვილმა.

 

 

ამასთან, ექიმმა სწორი კვების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, რომ ბავშვებს დიდი რაოდენობით სითხე მისცენ.

 

 

„როდესაც ვირუსი ეკრობა ლორწოვან გარსს, ამ დროს ლორწოვანი გარსი არ უნდა იყოს მშრალი და ის მუდმივად უნდა ტენიანდებოდეს. მიეცით პატარებს მეტი რაოდენობით ჯანსაღი საკვები - ხილი, ბოსტნეული, ბუნებრივად მდიდარი ვიტამინებით გაჯერებული საკვები, ასევე კარგია ცილოვანი დატვირთვა, რძის პროდუქტები. შევეცადოთ ჯანსაღად ვკვებოთ ისინი. არ წავიყვანოთ ბავშვები თავშეყრის ადგილზე, როგორებიც არის "ფასტ ფუდი"... ასეთი საკვები მათთვის კარგს არ მოიტანს" - განაცხადა პედიატრმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი