logo_geo
გვიცავს თუ არა ძმარი და მარილწყალი კორონავირისისგან? – ექიმის რეკომენდაცია
- +

18 მარტი. 2020. 14:05

 

ექიმი ზურაბ ვარაზი საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს. სანამ ვირუსი პნევმონიას გამოიწვევს და პაციენტის ჯანმრთელობა დამძიმდება, ის მოსახლეობას წყალში გაზავებული ზღვის მარილის ან ძმრის ნაზავის მიღებას ურჩევს.

 

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი ვირუსი მათ შორის კორონავირუსი თავდაპირველად ხვდება ლორწოვან გარსში, სადაც მიდის მისი ინკუბაცია. ამ დროს რეკომენდირებულია ცხელი სითხის მიღება. ამ დროს ვირუსი ჩაირეცხება კუჭში, სადაც მას დახვდება მჟავე წვენი და მოხდება მისი განადგურება. გარდა ამისა, რეკომენდებულია ცხვირში ზღვის მარილის ხსნარის გამოვლება. მარილიანი, ანუ ფიზიოლოგიური ხსნარი ეფექტურია ჩვეულებრივი სურდოს დროსაც. ამ დროს ხდება ცხვირის გამორეცხვა და გასუფთავება. ეს ხსნარი არ აზიანებს ლორწოვან გარს. მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

 

ვირუსთან ბრძოლის პარალელურად უნდა გავიძლიეროთ იმუნიტეტი და როგორც უკვე არაერთხელ ითქვა დავიცვათ ჰიგიენის ნორმები. ხელების ხშირი დაბანვა, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში პირბადის გამოყენება, შეამცირებს დაინფიცირების რისკს“, – აცხადებს ზურაბ ვარაზი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი