logo_geo
ბუკინისტები თბილისს კოლორიტს და ქარიზმას მატებენ – არქიტექტორი ლელი შევჩენკო
- +

19 მარტი. 2020. 19:33

 

 

არქიტექტორი და მხატვარი ლელი შევჩენკო,

 

თბილისში, ბუკინისტებისთვის გარევაჭრობის აკრძალვის წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ამ საქმიანობით დაკავებული ადამიანები ქალაქს კოლორიტს და ქარიზმას მატებენ.

 

 

​როგორც “სითი კვირას” ლელი შევჩენკომ განუცხადა, თავად ბუკინისტების ხშირი სტუმარია და ხშირად ქუჩაში გავლისას, შემთხვევით ისეთი საინტერესო წიგნი აღმოუჩენია, რომელსაც ვერც ერთ, წიგნების თანამედროვე მაღაზიაში ვერ მიაგნებდა.

 

 

​ბუკინისტები არიან ადამიანები, ვისთვისაც გარე ვაჭრობა არ უნდა აიკრძალოს… პირველ რიგში ისინი ქალაქს კოლორიტს, ქარიზმას და საინტერესო განწყობას სძენენ. ხშირად ისეთი იშვიათი წიგნი მიპოვნია ბუკინისტურ ბაზრობაზე, რომელსაც ვერსად, ვერც ერთ თანამედროვე გამომცემლობასა თუ წიგნების მაღაზიაში ვერ მივაგნებდი“, – აცხადებს მხატვარი.

  

 

 

​მისივე თქმით, არგუმენტი, რომ თანამედროვე ქალაქის იერსახეს მსგავსი სახის გარემოვაჭრეები ამახინჯებენ, მიუღებელია და აცხადებს, რომ საფრანგეთის დედაქალაქში ბუკინისტური ბაზრობები ძალიან ლამაზად არის ჩართული ქალაქის ქსოვილში. 17350941_1458532000833141_1832922061_n“პარიზში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ბუკინისტების მუშაობის პრინციპი. მათი აკრძალვის ნაცვლად, დააწესეს სტანდარტები: წიგნების შესანახი ყუთები აუცილებლად მწვანე ფერში უნდა იყოს შეღებილი, რადგან მწვანე უნივერსალურ ფერად არის მიჩნეული. პარიზში ეფექტიანად არის დაგეგმილი წიგნების სავაჭრო ჯიხურები. მდინარე სენას გასწვრივ – სამი კილომეტრის სიგრძეზე ჩამწკრივებულია მწვანედ შეღებილი წიგნების ყუთები. 900 – მდე ყუთი და 200 -ზე მეტი გამყიდველია. პარიზში ეს არის ადგილი, სადაც კითხვის მოყვარული ადამიანები იპოვიან ანტიკვარულ წიგნებს, ძველ ჟურნალებს, მარკებს, სუვენირებს, მაგნიტებს, პლაკატებს, ძველი ჰიტებსა და ა.შ”- აცხადებს ლელი შევჩენკო.

 

 

​მისი აზრით, სავსებით შესაძლებელია მსგავსი პრაქტიკა თბილისშიც გამოიყენონ და ბუკინისტების გარევაჭრობის აკრძალვის ნაცვლად, სტანდარტები დააწესონ და დედაქალაქის მთავრობამ მეტად შეუწყოს ხელი მათ საქმიანობას.

 

 

 

ახალგაზრდა არქიტექტორის აზრით, ბუკინისტებს თბილისში სპეციალური ადგილების, არა ერთი და ორი, არამედ რამდენიმე ადგილი გამოუყონ, მათ შორის ტურისტულად მნიშვნელოვან ზონაში, რადგან, მისივე თქმით,  ტურისტებს ძალიან უყვართ ასეთი ბუკინისტური17360717_1458531944166480_2068003591_n და სუვენირების მაღაზიები. ასევე, ბუკინისტებს უნდა დაუწესონ მოთხოვნა, რომ წიგნებთან ერთად ტურისტებისთვის საინტერესო სხვა პროდუქტები, მაგალითად, საფოსტო ბარათები, თბილისის ისტორიის ამსახველი დეტალები ჰქონდეთ გამოტანილი.

 

 

“მე, როგორც მოქალაქე ვფიქრობ, რომ ქალაქში ბუკინისტური ვაჭრობა კი არ უნდა აიკრძალოს, არამედ დაწესდეს სტანდარტები, რომელიც უბნის განვითარებას მოერგება და შეეწყოს ხელი, რომ მეტად განვითარდნენ, რადგან თბილისს კოლორიტს შეჰმატებენ. რადგან თუ დროს გამონახავთ და ბუკინისტებს გამოელაპარაკებით, გაუგებთ და აჰყვებით დიალოგში, ბევრ საინტერესო ისტორიას მოისმენთ, რომლებიც ხან სევდით და ნოსტალგიით აგავსებთ. განწყობას აუცილებლად მოგიტანთ ამ ადამიანებთან კონტაქტი…. ბუკინისტები- ამ სიტყვის მნიშვნელობა და ისტორიაც ძალიან საინტერესოა … სიტყვა bouquiniste ნიშნავს მეორადი წიგნების გამყიდველს.( სიტყვა “buch – გერმანული წარმოშობისაა) 1991 წლიდან ბუკინისტების, როგორც ტრადიცია, აღიარებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად”,- აცხადებს ლელი შევჩენკო.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი