logo_geo
ყოველ 100 წელიწადში დედამიწაზე ეპიდემია ვრცელდება – ნუთუ ეს დამთხვევაა?
- +

20 მარტი. 2020. 21:52

 

 

 

არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ ყოველ 100 წელიწადში დედამიწა მასშტაბური პანდემიით ავადდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს დამთხვევაა, მაგრამ ქრონოლოგიური სიზუსტე მართლაც შემაშფოთებელია. 1720 წელს შავი ჭირი იყო, 1820 წელს ქოლერა, 1920 წელს ესპანური გრიპი. ბევრი მკვლევარის აზრით ახლანდელი კორონავირუსი ზემოთხსენებულ მოვლენებს წააგავს.

 

1720 წელი:

ევროპას ბუბონიკურმა ჭირმა გადაუარა, რომელსაც მარსელის ჭირი ეწოდა. ამ კატასტროფამ 100 ათასი ადამიანი შეიწირა.

 

1820 წელი:

1720 წლის პანდემიიდან საუკუნის გასვლის შემდეგ ქოლერას პირველი ეპიდემია დაიწყო. მან აზიური ქვეყნები – ფილიპინები, ინდონეზია და ტაილანდი მოიცვა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ ეპიდემიამაც 100 ათასი ადამიანი შეიწირა. გავრცელებული ინფორმაციით ამ ეპიდემიის წყარო ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული წყალი იყო.

 

1920 წელი:

ამ წელს ყველაზე კარგად შესწავლილი და დოკუმენტირებული ესპანური ეპიდემია გავრცელდა. მან რეკორდული რაოდენობის მოსახლეობას მიაყენა ზიანი. აღნიშნულმა რიცხვმა მილიარდს მიაღწია, ხოლო 100 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემია გამოდგა.

 

2020:

ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო და სამხრეთ ჩინეთში, ირანში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში გავრცელდა. 77 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა ხოლო 2 ათასი დაიღუპა. თუმცა, ყოველდღიურად სიტუაცია უფრო უარესდება.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ საჰაერო მოგზაურობა და თანამედროვე ტექნოლოგიები ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი