logo_geo
4 გავრცელებული მითი კორონავირუსის შესახებ
- +

24 მარტი. 2020. 00:10

 

 

კორონავირუსი მთელი მსოფლიოსთვის მთავარ გამოწვევად იქცა. როგორც სპეციალისტები გვატყობინებენ, არ არსებობს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის უფრო ეფექტური მეთოდი, ვიდრე ხელების დაბანა. გარდა კომპეტენტური პირების მიერ მოწოდებული ცნობებისა, ამ გლობალური პანდემიის შესახებ ადამიანები უამრავ სიახლეს სხვა წყაროებიდანაც ეცნობიან. თუმცა, იმისთვის, რომ ახალი ინფორმაცია იყოს პროდუქტიული, აუცილებელია მისი მეშვეობით ვიგებდეთ სიმართლეს. დღეს კი ვირუსთან დაკავშრებით უამრავი მითი ვრცელდება, რომლებსაც უნდა ვუფრთხილდეთ.

 

მითი 1 – შეიკავეთ სუნთქვა

 

თუ თქვენ შეგიძლიათ დისკომფორტის გარეშე სუნთქვის 10 წამზე მეტი ხნით შეკავება, ერთი ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ეს ხელს შეუშლის ფილტვებში ბოჭკოვანი ქსოვილებისა და ნაწიბურების წარმოქმნას, რაც თავიდან აგარიდებთ ინფექციას. არა! სუნთქვის შეკავება ბოჭკოვანი ქსოვილების წარმოქმნის პრევენციის ტესტად ვერ გამოდგება. გარდა ამისა, მსგავსი ქსოვილები Covid 19-ის სიმპტომს საერთოდ არ წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ მისი მთავარი სიმპტომებია მაღალი ცხელება და ქრონიკული მშრალი ხველა.

 

მითი 2 – სახლის პირობებში დამზადებული სანიტარული საშუალება

 

უფრთხილდით ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებულ სახლის პირობებში დამზადებულ სანიტარულ საშუალებებს. სხვადასხვა ზედაპირის გასაწმენდად განკუთვნილი სადეზინფექციო საშუალებები ადამიანის კანზე წასასმელად არ გამოგვადგება. არსებობს მოსაზრება, რომ იმავე მიზნისთვის დაგვეხმარება არაყი, თუმცა, სამწუხაროდ, ის არ შეიცავს საკმარისი ოდენობის ალკოჰოლს, რათა ეფექტურად გადაწყვიტოს წარმოქმნილი პრობლემა.

 

მითი 3 – ვირუსს შეუძლია ზედაპირზე ერთ თვემდე იცოცხლოს

 

აღნიშნული მოსაზრება ნაკლებად სარწმუნოა. გამოიკვლიეთ კორონავირუსის სხვა გამოვლინებები, მაგალითად, რესპირატორული დაავადება. ფაქტია, რომ ვირუსი ინფექციურ ხასიათს ისეთ ზედაპირებზე როგორიც არის მეტალი, შუშა ან პლასტმასი, 2 – დან 9 საათამდე ინარჩუნებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ინფიცირების რისკი  72 საათის შემდეგ რადიკალურად მცირდება.

 

მითი 4 – ძროხის შარდი

 

ინდოეთში მცხოვრებთა ნაწილს სწამს, რომ ძროხის შარდს სამედიცინო შესაძლებლობები აქვს და  შეუძლია როგორც კორონავირუსის, ისე სხვა დაავადებების თავიდან არიდება. ექსპერტების განმარტებით, ეს რწმენა სიმართლეს არ შეესაბამება. ძროხის შარდი ვერ განკურნავს ისეთ დაავადებას, როგორიც, მაგალითად, კიბოა და არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ მას Covid 19 – ის პრევენცია შეუძლია. უმჯობესია, უბრალოდ, ხელები დაიბანოთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი