logo_geo
როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა
- +

24 მარტი. 2020. 01:32

 

 

კორონავირუსით დაავადებულთა 80% დაავადება მსუბუქ ფორმებში გადააქვთ.

 

 

ინფექციის მტარებელი გადამდებია

 

 

იმას, რომ ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანებს ინფექცია მსუბუქად უვლინდებათ, მეცნიერები თვლიან დაავადების სწრაფად გავრცელების ერთერთ მიზეზად. ბავშვებში COVID-19 უმრავლეს შემთხვევაში პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ანუ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ დაავადების ნიშნები გამოხატული, შეიძლება გახდნენ ვირუსის გამავრცელებლები. გერმანიაში ეპიდემია ასე დაიწყო.

 

 

როგორ ამოვიცნოთ დაავადება

 

 

COVID-19-ის ზოგადი მახასიათებელი ნიშნებია: სხეულის ტემპერატურის მომატება, მშრალი ხველა, ქოშინი, გულმკერდის შებოჭილობა. შესაძლებელია, ზოგჯერ ზოგადი სინუსური ინფექციის (სინუსიტის) ნიშნები ან ცუდად ყოფნის შეგრძნება ცხელების გარეშე.

 

 

დაავადების მსუბუქი ფორმისას სიმპტომები 2 კვირაში გადის, ხოლო მძიმე შემთხვევებისას, ნარჩუნდება 6 და მეტი კვირის განმავლობაში.

 

 

როგორ გავარჩიოთ COVID-19 მწვავე რესპირატორული დაავადების ან გაციებისაგან

 

 

მწვავე რესპირატორული დაავადების და გაციების დროს COVID-19-ისაგან განსხვავებით, არის სველი ხველა და არა მშრალი და ყოველთვის აღინიშნება ცხვირის გაჭედილობა და სურდო. მსგავსი სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის მცირედ მომატება და მსუბუქი ან ზომიერი თავის ტკივილი.

 

 

გრიპში რომ არ აგვერიოს

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გრიპისა და COVID-19-ის სიმპტომები მსგავსია. ორივე იწვევს რესპირატორულ დაავადებას. მაგრამ გრიპის დროს არ აღინიშნება ქოშინი, და სუნთქვასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები, ტემპერატურა კი თითქმის ყოველთვის მაღალია, განსხვავებით COVID-19-ისაგან.

 

 

რისკის ფაქტორები

 

 

საეჭვო სიმპტომებად შეიძლება ჩაითვალოს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის, ბრონქიტის ან პნევმონიის ნებისმიერი კლინიკური გამოვლინება ეპიდემიულოგიური ანამნეზის გათვალისწინებით:

COVID-19-ის უჩვეულო სიმპტომები გერმანიაში. გერმანელი ვირუსოლოგი ჰენდრიკ სტრიკი, რომელიც აკვირდებოდა გერმანიაში COVID-19-ით დაავადებულებს, გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ინფიცირებულთა 30% აღენიშნებოდა დიარეა. დაავადბულთა 2/3 აღნიშნავდა ყნოსვისა და გემოს დაკარგვას.

 

 

ეს იმაზე მეტყველებს, რომ გერმანიის პაციენტებში SARS-CoV-2 შეაღწია არა მარტო ფილტვებში, არამედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტშიც.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი