logo_geo
სხვადასხვა ქვეყნების "იავნანა" - მათთვის, ვისაც პატარა "ბოსმა" ინსომნია დამართა
- +

28 მარტი. 2020. 01:59

 

 

ფეხაკრეფით სიარული, ხმადაბლა საუბარი,  ნელი, ჩუმი მოძრაობები - ეს ყველაფერი იმიტომ გვიწევს, რომ  ოჯახის რეალურმა "უფროსმა" არ გაიღვიძოს.  მართალცდა,  მშობლებისთვის ძლივს დაძინებული ბავშვის გაღვიძება როგორია...

თუ თქვენს პატარას ვინმემ, ან რამემ, მშვიდი ძილი დაურღვია, "ეS პერსონა" ამ სიიტუაციიდან გამოსავალს - მსოფლიო  "იავნანების" ჩამონათვალს გთავაზობთ.

 

1. ქართული 

„იავნანამ“ დაკარგა პირვანდელი საწესო ხასიათი -  დღეს მისი დანიშნულება ბავშვის დაძინებაა. ქართული  „იავნანასთვის“ დამახასიათებელია მარტივი, მაგრამ შთამბეჭდავი ჟღერადი მელოდია. ამ მუსიკას ბავშვები მართლაც სიზმრების ლამაზ სამყაროში გადაჰყავს. 

 

2. რუსული 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დახვეწილი ხელოვნების ნაწარმოებების სიმრავლით, მსოფლიოში მარტო არ ვართ. ალბათ არც  ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ჩამოგვრჩებიან ამ კუთხით. ამის მაგალითი, ეს მშვენიერი "იავნანაა". 

 

3. აზერბაიჯანული 

აზერბაიჯანულ "იავნანას" სევდის ელფერი დაჰკრავს, თუმცა თქვენ პატარას ძილს, აუცილებლად მოჰგვრის.

 

4. სომხური 

ჩვენი სამხრეთელი მეზობელიც თავმომწონედ მღერის "იავნანას", მაგრამ ხმადაბლა იმიტომ, რომ პატარა არტურს სძინავს. 

 

5. თურქული 

თურქული სერიალების მეშვეობით, ბევრმა ქართველმა უკეთ გაიცნო თურქეთი და ამ ერის ადათ-წესები, თუმცა ცოტამ თუ იცის, რას უმღერიან ისინი პატარებს ძილის წინ.

 

 

6. ფრანგული   

ფრანგული, ხომ სიყვარულის ენაა... ტკბილად მოსასმენი "იავნანა" საფრანგეთიდან.

 

7. იტალიური

 ალბათ კარანტინში მყოფი იტალილების სიმღერამ არაერთხელ დაუფრთხო პატარებს ძილი, თუმცა ამის "გამოსასწორებლად" მათ  მშვენიერი "იავნანა" აქვთ.


8. იაპონური 

კონსერვატორმა იაპონელებმა თანამედროვეობას ერთი საუკუნით გაასწრეს, თუმცა საკუთარ ტრადიციებს არ ივიწყებენ -  ესეც ერთ-ერთი მაგალითია. 

 

9. აფრიკული 

ალბათ, ყველას აინტერესებს ცენტრალური და ჩრდილო აფრიკისთვის დამახასიათებელი  დაფდაფების  ხმაზე, როგორ უნდა დაიძინოს ბავშვმა. 


10.  ებრაული 

ებრაული "იავნანა" - განსხვავებული და სასიამოვნო ჰანგები.

 

11. უკრაინული 

უკრაინული მუსიკის ჟღერადობა ხშირად ხალისიანი და პოზიტიურია. ეს სიცოცხლის მოყვარული ხალხი, ამჯერად სხვანაირად ამღერდა. 

 

12. ირლანდიური 

გაერთიანებული სამეფოს წევრი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი ენა და იდენტობა ათასწლეულის განმავლობაში არ დაკარგა. მათი "უხეში" ენა ხშირად გამხდარა ინტერნეტში ხუმრობის საგანი, თუმცა "იავნანას" ისინიც მშვენივრად მღერიან. 

 

13. არგენტინული 

ამ კასტანიეტების ხმამ შესაძლოა პატარა აატიროს კიდეც... მოუსმინოთ "იავნანას" რომლის ჟღერადობის ფონზე, სავარაუდოდ, ლეონელ მესიც იძინებდა.


14.  ინდური 

ინდოეთი ხომ სასწაულების ქვეყანაა... ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს მათემატიკა  და "ბოლივუდი" "აჩუქა"- პატარებს ამ მუსიკაზე აძინებს.

 

15. გერმანული 

ირლანდიურის მსგავსად, გერმანული ენის სიმკაცრეზე, ერთი ხუმრობა მაინც შეგვხვდებოდათ ინტერნეტში, თუმცა, ამ ხალხს საკუთარი პატარებისთვის თბილი და ტკბილი სიმღერა შესძლებია.

 
 
 
 
 
წყარო : wyaro
big_banner
არქივი