logo_geo
გერმანიაში მცხოვრები ქართველი მასწავლებელი მეზობელ ბავშვებს სადარბაზოში ყოველდღე ზღაპრებს უკითხავს
- +

29 მარტი. 2020. 02:34

 

 

 

 

 

გერმანიის ქალაქ აუგსბურგში მცხოვრები ქართველი მასწავლებელი ანა მუსმან-გაგნიძე ყოველდღე მეზობელ ბავშვებს ზღაპრებს უკითხავს. მას შემდეგ რაც ანა გაგნიძის ინიციატივის შესახებ ადგილობრივმა გამოცემამ, Augsburger Allgemeine-მ დაწერა.

 

 

„მე გერმანული ენის მასწავლებელი ვარ და იმის გამო, რომ ახლა დისტანციურ რეჟიმზე ვართ გადასულები და სამსახურში სიარული არ მიწევს, სახლში ყოფნაც ძალიან მოსაბეზრებელი გახდა. ჩემი შვილები უკვე დიდები არიან, 14 და 18 წლის, ამიტომ გადაწყვიტე, 2-დან 11 წლამდე ასაკის მეზობელ ბავშვებს ყოველდღე ზღაპრები წავუკითხო. ყოველდღე 4 საათზე გავდივართ სადარბაზოში, ბავშვები სხედან აუცილებელი დისტანციის დაცვით და მე მათ ვუკითხავ ზღაპრებს. გარდა ამისა, ისინი ცეკვავენ, მღერიან, თამაშობენ, რა თქმა უნდა, ყველა აუცილებელი რეკომენდაციის გათვალისწინებით. ეს ყველაფერი ბავშვების მშობლებსაც ძალიან მოსწონთ, იმიტომ რომ ბავშვებისთვისაც მუდმივად სახლში ყოფნა ძალიან რთული და დამღლელია“, - ამბობს ანა მუსმან-გაგნიძე imedinews-სთან საუბარში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი