logo_geo
ციკასის მოვლა სახლის პირობებში
- +

15 მარტი. 2017. 00:10


 

ციკასის მოვლის წესები

 

ყველაზე ლამაზი და ეგზოტიკური ტროპიკული მცენარეების რიგში ციკასი უდავოდ ერთ­ერთი ლიდერია.ბევრს უყვარს იგი მისი ლამაზი,აჟურული,ფრთისებური ფოთლების ­ ვაიების და არაპრეტენზიული ხასიათის გამო.მცენარე ეკუთვნის საგოვანასებრთა ოჯახს,სწორედ ამიტომ მისი მეორე სახელია ­ საგოვანა.ბუნებაში ეს ყველაზე უძველესი მცენარეა,რომელიც შიშველთესლოვანებს მიეკუთვნება.ციკასის გვარი ორასამდე სახეობას მოიცავს,ეს ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეებია.ამ მცენარეთა უმეტესი ნაწილი ძალიან ნელამზარდია. სამშობლო და გარეგნული იერი ბუნებრივად ციკასი იზრდება კუნძულ პოლინეზიაზე,ასევე სამხრეთ­აღმოსავლეთ აზიაში.სახლის პირობებში როგორც წესი ციკასი ნახევარ მეტრზე მეტი სიმაღლის არ იზრდება.ბუნებაში კი მისი ბუჩქი ორი მეტრის სიმაღლეს აღწევს.თუმცა მოვლის პირობებიდან გამომდინარე ვაის სიგრძემ შეიძლება რამოდენიმე მეტრს მიაღწიოს.ერთი წლის განმავლობაში გაზრდილი ფოთლების რაოდენობა მცირეა 1­დან 3­მდე,მაგრამ ფოთლები დიდხანს ინარჩუნებენ დეკორატიულობას.ციკასის ფოთლის ფირფიტა ახალგაზრდა ასაკში რბილია,ღია მწვანე შეფერილობის.ასაკთან ერთად კი ფოთლები უხეშდება,მუქდება და სიპრიალეს იძენს.რაც შეეხება ყვავილობას ­ სახლის პირობებში ციკასი არ ყვავილობს.


მორწყვის რეჟიმი

 

მორწყვის პერიოდულობა იცვლება კლიმატური პირობების მიხედვით. გაზაფხული ­ზაფხული ­ მორწყეთ ნიადაგის ზედაპირის უმნიშვნელო შეშრობის შემდეგ. შემოდგომა ­ზამთარი ­ მორწყვებს შორის ნიადაგი რამდენიმე თითის სიღრმეზე უნდა გაშრეს. თუ შემოდგომა­ზამთრის პერიოდში დამატებით განათებას გამოიყენებთ,შეგიძლიათ მორწყვის რეჟიმი არ შეცვალოთ. მორწყვის დროს ეცადეთ წყალი მცენარის ვარჯს არ მიესხას.ერთ მორწყვაზე აუცილებელია ნიადაგი მთლიანად დასველდეს,სადგამზე გამოსული წყალი კი უნდა გადაიღვაროს.მოსარწყავად გამოიყენება რბილი,ნადგამი წყალი,რომლის ტემპერატურა ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე გრადუსით მაღალი უნდა იყოს.თუ ციკასის ზრდისთვის საჭირო პირობები უარესდება ­ ეცემა ტემპერატურა,არასაკმარისია განათება ­ აუცილებელია მორწყვის მოცულობა შეამციროთ.მორწყვასთან ერთასაჭიროა ჰაერის რეგულარული დატენიანება,რადგან მცენარე თავს კომფორტულად გრძნობს 70­80% ტენიანობაზე.


განათებისადმი მოთხოვნილება

 

ციკასი მიეკუთვნება სინათლისმოყვარულ მცენარეებს,სწორედ ამიტომ მთელი წლის განმავლობაში მას პირდაპირი მზის სხივები ესაჭიროება: გაზაფხულ­ზაფხულში ­ დილით 11 საათამდე და საღამოს 15 საათის შემდეგ(დანარჩენ დროს მკვეთრი ,გაფანტული სინათლე საკმარისია) შემოდგომა­ზამთარი ­ მთელი დღის მანძილზე საჭიროა პირდაპირი მზის სხივები. ციკასის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია არანაკლებ ოთხი საათი პირდაპირი მზის სხივები.წინააღმდეგ შემთხვევაში ფერხდება ახალი ფოთლების განვითარება.


ტემპერატურული რეჟიმი

 

ციკასისათვის კომფორტული ტემპერატურა ვარირებს +16­დან +24 გრადუსამდე.თუ კლიმატური პირობები +13 გრადუსს არ აჭარბებს ან +42 გრადუსი და უფრო მაღალიცაა ­ ციკასის განვითარება ფერხდება.


კვება და სასუქი

 

ციკაცს მთელი გაზაფხულის და ზაფხულის განმავლობაში ესაჭიროება დამატებითი კვება.ამ პერიოდში აუცილებელია მიეწოდოს მინერალური ან ორგანული სასუქი.სასუქების კონცენტრაცია უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ დოზებს.სასუქის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს აზოტი,ფოსფორი, და კალიუმი.შესაძლებელია ორქიდეებისათვის ან სუკულენტებისათვის განკუთვნილი კომპლექსური სასუქის გამოყენებაც.სასუქის შეტანის წინ მცენარე უნდა მოირწყას. როდის არ არის საჭირო ციკასის კვება:  შემოდგომა­ზამთრის პერიოდში როდესაც მცენარე ახალი გადარგულია ციკასის დავადების დროს ნიადაგი საგოვანასთვის ციკასისათვის საჭირო ნიადაგი სუსტადმჟავე ან ნეიტრალური რეაქციის უნდა იყოს,კარგად უნდა ატარებდეს წყალს და არ იგუბებდეს შიგნით ტენს.მორწყვის შემდეგ ნიადაგმა წყალი რამდენიმე წამში უნდა გაატაროს.

ნიადაგის ოპტიმალური შემადგენლობა:

პემზა ან ქვიშა ­ 1 წილი

ფიჭვის ქერქი ­ 1 წილი

კენჭები ­1 წილი

უხეშბოჭკოვანი ტორფი ­ 1 წილი

ხის ნახშირი ­1 წილი

პერლიტი ­ 1 წილი

ძვლის ფქვილი ­ არაუმეტეს ერთი პეშვი

გამოყენების წინ ასეთი ნიადაგის დამუშავება რეკომენდებულია მაღალი ტემპერატურით. თუ მცენარე დაავადდა მისი გადარგვა შეგიძლიათ სუფთა პერლიტში ან პემზაში.


ციკასის გადარგვა

 

გადარგვისთვის საუკეთესო დროა ადრე გაზაფხული.ციკასს რგავენ შემდეგ შემთხვევებში: თუ ფესვთა სისტემამ შეავსო მთელი ქოთანი.ციკასის ყველა ნაწილი,როგორც მიწისზედა ისე მიწისქვეშა ­ ძალიან ნელა იზრდება.თუ მთელი სეზონის განმავლობაში მცენარეს მხოლოდ ერთი ახალი ფოთოლი ამოუვიდა,ესე იგი ციკასის გადარგვა საჭიროა სამ წელიწადში ერთხელ. თუ ნიადაგი გამოიფიტა ან დაზიანდა ფესვთა სისტემა.ამ შემთხვევაში ფესვები მიწისგან უნდა გაანთავისუფლოთ,მოაცილოთ დაზიანებული ნაწილები და ჩარგათ იმავე ქოთანში,მხოლოდ ახალ ნიადაგში. ყოველ გადარგვაზე ახალი ქოთანი 10%­ით მეტი უნდა იყოს წინაზე.ქოთანს ძირზე უნდა ქონდეს წყლის გამოსასვლელი ნასვრეტები.არ ღირს ისეთი მცენარის გადარგვა რომელსაც ფოთლები საკმარისად გამაგრებული არ აქვს. თუ ზრდასრულ ციკასს შეიძენთ,არ არის საჭირო მისი მაშინვე გადარგვა,ამან შეიძლება მისი დაღუპვა გამოიწვიოს.გადარგვა საჭიროა თუ შეძენილ მცენარეს ყვითელი ფოთლები აქვს.


ციკასის გამრავლება ­ ვეგეტატიური მეთოდით გამრავლება

 

ზრდასრული მცენარის ძირზე ვითარდება ნაზარდები,რომლებიდანაც შეიძლება ახალი მცენარის გაზრდა.ნაზარდი შვილის დიამეტრი სამ სანტიმეტრზე მეტი უნდა იყოს.პროცედურა ტარდება ზამთრის მეორე ნახევარში ან ადრე გაზაფხულზე.ვიდრე ნაზარდს მოაცილებთ მცენარის ღერო უნდა გაასუფთავოთ ნიადაგისგან.მოსაჭრელად უკეთეთესია გამოიყენოთ სატეხი (стамеска),რომელიც წინასწარ უნდა გაასტერილოთ.ნაზარდის მოჭრისას არ დააზიანოთ დედა მცენარე.შემდეგ კი აირჩიეთ ჭრილობის დამუშავების ხერხი: დაამუშავეთ ბაღის მალამოთი. დაასხით პარაფინი, მოაყარეთ რომელიმე ფუნგიციდი, გააშრეთ ერთი კვირის განმავლობაში და ფრთხილად მორწყეთ ხოლმე რომ მოჭრის ადგილი არ დასველდეს. ახალგაზრდა ნერგის დაფესვიანება ფოთლების გარეშე ხდება,ამიტომ ისინი უნდა მოაცილოთ.ნერგი ფუნგიციდით და ზრდის სტიმულატორით დაამუშავეთ.ნერგის ჩასარგავად გამოიყენება პერლიტი ან ქვიშა.ირგვება ნერგის სიგრძის 1/3 ­ზე.


ციკასის უკეთ დაფესვიანების პირობები

 

ჰაერის ტემპერატურა _ +29 გრადუსი

ნახევრადჩრდილი

სუბსტრატის მუდმივი ტენიანობა

დაფესვიანების პროცესი მიმდინარეობს ნახევარი წლიდან 10 თვემდე. ამის შემდეგ მცენარე შეიძლება ჩაირგას ცალკე ქოთანში. თესლით გამრავლება ციკასის თესლის გაზრდა სახლის პირობებში ძალიან რთულია.დასარგავი მასალის შეძენა შესაძლებელია მაღაზიაში.დარგვის წინ შეისწავლეთ თესლის აღების თარიღი.მათი შენახვის ვადა ექვს თვეს არ აღემატება. მომზადება: დაალბეთ ექვსი დღე­ღამის განმავლობაში.წყალი ყოველდღე შეუცვალეთ. მოაცალეთ გარსი. გაუჭერით ქერქი მანიკურის გასაკეთებელი საკვნეტელის მეშვეობით. ჩაალბეთ კიდევ ერთი დღე­ღამე თბილ წყალში (+28­დან +30 გრადუსამდე) თესლი უნდა ჩაეფლას სუბსტრატში გვერდულად,ნახევრამდე და დაიდგას +26 გრადუსზე,გაფანტული სინათლის ქვეშ,ჰაერის ტენიანობა მაღალი უნდა იყოს.ასეთ პირობებში თესლი დაახლოებით 180 დღეში ამოდის.ახალგაზრდა მცენარეები უნდა გადაირგას მაშინ როდესაც პირველი სრულფასოვანი ფოთოლი გაიზრდება.


ციკასის გასხვლა

 

აუცილებელია დაზიანებული,დეფორმირებული და ხანდაზმული ფოთლების რეგულარული შეჭრა.


დაავადებები და მავნებლები

საკმაოდ ხშირად მცენარეს ულპება ფესვები და ღეროს ქვედა ნაწილი.ასეთ შემთხვევაში საჭიროა: ფრთხილად ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან,გაასუფთავეთ მიწისაგან და დაუთვალიერეთ ფესვები. მოაჭერით დაზიანებული ნაწილები. გადანაჭერი ადგილი ნახევარი საათით ფუნგიციდში მოათავსეთ.


ფესვები დაამუშავეთ ზრდის სტიმულატორით

 

გადანაჭერ ადგილებზე დააწვეთეთ გამდნარი ცვილი. დააბრუნეთ მცენარე ქოთანში. ასეთი პროცედურის შემდეგ მცენარე ნელ­ნელა აღდგება ექვსი თვის განმავლობაში.შეიძლება სიტუაცია განმეორდეს.თუ ფესვების დიდი ნაწილი დაზიანებულია,უმჯობესია ფოთლების 80% მოაცილოთ,რომ მცენარემ შედარებით ადვილად გადაიტანოს რეაბილიტაციის პროცესი. თუ დაზიანება საკმაოდ დიდია,სრულიად შესაძლებელია ციკასი დაიღუპოს.თუ მცენარის ტანი დარბილებულია,სავარაუდოდ იგი კვდება.


მეყვავილის სამახსოვროდ ­ რატომ უყვითლდება და უხმება ციკასს ფოთლები?

როგორც წესი,მიზეზები რის გამოც საგოვანას ფოთლები უყვითლდება ადვილი მოსაგვარებელია.ყველაზე ხშირად ფოთლების გახმობის მიზეზია: საკვები ნივთიერებების უკმარისობა, აზოტის არასაკმარისი შემცველობა, სინათლის ნაკლებობა, ფესვთ სისტემის დეფორმირება მიკროელემენტების ნაკლებობა:


პრობლემის მიზეზი: არასაკმარისი კვება,ან არასწორი შემადგენლობის კვების გამოყენება. შედეგები ციკასის შეძენიდან ნახევარ წელში გამოვლინდება.


ჰაერის დაბალი ტემპერატურა

 

ნიადაგის არასწორი მჟავიანობა

 

პირველ შემთხვევაში საკმარისია დამატებითი კვების კურსი,მეორეში ­ მცენარის გადარგვა ნიადაგის შეცვლით და საჭირო ტემპერატურაზე მოთავსებით. აზოტის უკმარისობა ამ მიკროელემენტის უკმარისობა განსაკუთრებით იგრძნობა გაზაფხულსა და ზაფხულში,როდესაც ციკასი აქტიურად იზრდება. აზოტის შემცველი სასუქების გამოყენება თავიდან აგაცილებთ ფოთლების სიყვითლეს

 

სინათლის ნაკლებობა

 

ამ საკითხში მნიშვნელოვანია განათების ინდივიდუალური შერჩევა ციკასის თვითოეული სახეობისა და ჯიშისათვის.


ფესვთა სისტემის დაზიანება

 

მიზეზები: მოურწყველობა, ხშირი და უხვი მორწყვა, ფესვების გადაციება, სასუქის ზედმეტად კონცენტრირებული ხსნარის გამოყენება მციკასი ანუ საგოვანა ­ ტროპიკული მცენარეა,თუმცა მისი გამოზრდისათვის საჭირო პირობები, ვისაც სურს სახლში ტროპიკების მპატარა ნაწილის ქონა,ყველასათვის ხელმსაწვდომია.მთავარი რაც ციკასს ესაჭიროება ­ ეს პირდაპირი მზის სხივებია,მთელი წლის განმავლობაში.ასევე ზომიერი მორწყვა და ტემპერატურა.ციკასის გამრავლება შესაძლებელია გვერდითი ამონაყარებით.იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ მისი ფესვების ლპობა აუცილებელია რეგულარულად დაათვალიეროთ მცენარე.სულ ცოტაოდენი ზრუნვა და ყურადღება და ციკასი ჯანმრთელი და ფუშფუშა იქნება მრავალი წლის განმავლობაში.


წყარო http://yvavilebismovla.ge

 

 

 

 

big_banner
არქივი