logo_geo
კორონავირუსი – კითხვები, რომლებზეც პასუხები ჯერ არ არსებობს
- +

1 აპრილი. 2020. 01:02

 

 

თითქოს, პანდემიის დაწყებიდან მთელი საუკუნე გავიდა, მაგრამ სინამდვილეში, მსოფლიომ ახალი ვირუსის შესახებ მხოლოდ გასული წლის დეკემბერში შეიტყო. მიუხედავად ექიმების კოლოსალური შრომისა, ბევრი რამ ამ ვირუსის „ქცევებიდან“ ჯერ კიდევ გაუგებარია.

 

 

და აი კითხვები, რომლებზეც სპეციალისტებს პასუხები ჯერ არ აქვთ.

 

 

რამდენი ადამიანი დაავადებული საერთო ჯამში?

 

 

ერთ-ერთი ყველაზე საბაზისო და ამავდროულად მნიშვნელოვანი კითხვაა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასი ათასობით დაინფიცირების დადასტურებული ფაქტია დარეგისტრირებული, მაგრამ ეს, რეალურად, დაავადებულთა მხოლოდ გარკვეული ნაწილია.

 

 

გარდა ამისა, ძალიან ბევრი უსიმპტომო დაავადებულიც არსებობს – როდესაც ადამიანი ინფიცირებულია, მაგრამ დაავადების არავითარი სიმპტომი არ უვლინდება. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების სრული სურათის მისაღებად ფართომასშტაბიანი ტესტირებაა საჭირო, რაც თითქმის შეუძლებელია.

 

 

რამდენად მომაკვდინებელია კორონავირუსი?

 

 

სანამ არ ვიცით პანდემიის ნამდვილი მასშტაბები და დაინფიცირებულთა რიცხვი, მანამ ვერ დავადგენთ მის ფატალურობას. ჯერჯერობით ითვლება, რომ სიკვდილიანობის ინდექსი ინფიცირებულთა რიცხვიდან 1%-ს შეადგენს. მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ, რომ არიან ინფიცირებულები, რომელთაც სიმპტომები არ უვლინდებათ, მაშინ ეს ინდექსი გაცილებით ნაკლებია.

 

 

როგორია სიმპტომების სრული ჩამონათვალი?

 

 

კორონავირუსის ძირითადი სიმპტომი სხეულის მაღალი ტემპერატურა და მშრალი ხველაა. ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა ყელის ტკივილი, თავის ტკივილი და ფაღარათი, ასევე ზოგიერთ პაციენტს გემოსა და სუნის მგრძნობელობა დაუქვეითდა. ძირითადი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება სურდო. მკვლევრები თვლიან, რომ ხალხი გრიპის ასეთი სიმპტომით შესაძლოა ინფექციის მატარებლები და გამავრცელებლები იყვნენ და ამას ვერ აცნობიერებდნენ.

 

 

რა როლი აქვთ ბავშვებს ინფექციის გავრცელებაში?

 

 

 

კორონა ვირუსით ბავშვებიც ავადდებიან, მაგრამ მათ სუსტი სიმპტომები უვლინდებათ, ხოლო სიკვდილიანობა ბავშვებში, უფროსებთან შედარებით, მიზერულია. ბავშვები, როგორც წესი, ნებისმიერი ინფექციის სუპერგამავრცელებლები ხდებიან ძირითადად იმიტომ, რომ ისინი შედარებით დიდ ჯგუფებთან ახდენენ კონტაქტს (იგულისხმება სკოლა, ბაღი, ეზო). მიუხედავად ყველაფრისა, კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ეს ჰიპოთეზა დადასტურებული არ არის.

 

 

მოკლავს თუ არა ზაფხულის სიცხე კორონა ვირუსს?

 

 

თუკი ზაფხულის განმავლობაში კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი დაიკლებს, არსებობს იმის საფრთხე, რომ ზამთარში დაავადების ახალი ტალღა წამოვიდეს.

 

რამდენად დიდხანს ნარჩუნდება იმუნიტეტი და არსებობს თუ არა განმეორებითი დაინფიცირების საშიშროება?

 

 

ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენად გამძლეა იმუნიტეტი კორონავირუსის წინააღმდეგ, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს.

 

 

პაციენტები ამ ვირუსის წარმატებული განკურნების შემდეგ უნდა იძენდნენ იმუნიტეტს აღნიშნულის წინააღმდეგ, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ დაავადება ცოტა ხანია, რაც ვრცელდება, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს.

 

 

მითქმამოთქმა მეორედ დაინფიცირების შესახებ მოკლე ვადაში, შესაძლოა, არასწორი ტესტირებით აიხსნას. იმუნიტეტის ხანგრძლივობის და ეფექტურობის საკითხი პანდემიასთან ბრძოლაში ძალიან დიდ როლს თამაშობს.

 

 

როგორი მუტაცია შესაძლოა განიცადოს ვირუსმა?

 

 

ვირუსი მუდმივად განიცდის მუტაციას, მაგრამ მისი გენომის ნაწილის ცვლილებები საფრთხეს არ წარმოადგენს. საერთო წესის თანახმად, ვირუსის მუტაცია მის დასუსტებას იწვევს ხანგრძლივ პერსპექტივაში, მაგრამ ეს პირობა არ არის აუცილებელი. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ თუკი ვირუსმა მუტაცია განიცადა, სხეული მას ვერ აღიქვამს, ხოლო სპეციალურად შემუშავებული ვაქცინები მის წინააღმდეგ აღარ მოქმედებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი