logo_geo
Facebook-მა წყვილებისთვის ახალი აპლიკაცია შექმნა
- +

9 აპრილი. 2020. 00:57

 

 

Facebook-მა მხოლოდ შეყვარებული წყვილებისთვის სპეციალური აპლიკაცია, Tuned გამოუშვა. AppStore-ზე Tuned აღწერილია, როგორც "პირადი სივრცე წყვილებისთვის".

მასში შესაძლებელია:

მუსიკის გაზიარება, Spotify-ს საშუალებით

საერთო დღიურის წარმოება

ერთმანეთისთვის ფოტოებისა და ხმოვანი მესიჯების გაგზავნა

სიყვარულის სხვადასხვა კრეატიული გზით გამოხატვა

Tuned-ის მოხმარება უფასოა და Facebook-ზე რეგისტრაციას არ საჭიროებს. თუმცა ჯერჯერობით ის მხოლოდ iOS-ზე მუშაობს და აშშ-სა და კანადაშია ხელმისაწვდომი.

 

 

big_banner
არქივი