Facebook-მა მხოლოდ შეყვარებული წყვილებისთვის სპეციალური აპლიკაცია, Tuned გამოუშვა. AppStore-ზე Tuned აღწერილია, როგორც "პირადი სივრცე წყვილებისთვის".
მასში შესაძლებელია:
მუსიკის გაზიარება, Spotify-ს საშუალებით
საერთო დღიურის წარმოება
ერთმანეთისთვის ფოტოებისა და ხმოვანი მესიჯების გაგზავნა
სიყვარულის სხვადასხვა კრეატიული გზით გამოხატვა
Tuned-ის მოხმარება უფასოა და Facebook-ზე რეგისტრაციას არ საჭიროებს. თუმცა ჯერჯერობით ის მხოლოდ iOS-ზე მუშაობს და აშშ-სა და კანადაშია ხელმისაწვდომი.