logo_geo
"თუ თქვენი შვილი უფროსებს ეუხეშება, მალე ურთიერთობის ამ მოდელს თქვენთანაც გამოიყენებს"
- +

9 აპრილი. 2020. 23:24

 

პიროვნების ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანი როლი უკავია აღზრდას. ოჯახის როლი ბავშვის აღზრდის პროცესში განუზომელია. უნარ-ჩვევებს, რომელსაც ბავშვი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ოჯახში იძენს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებს. სწორედ ოჯახში იწყება  ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი. როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ზრდილობა – ამ თემაზე მარტა ქარუმიძესთან ინტერვიუში ფსიქოლოგმა მარი გოგიაშვილმა ისაუბრა.

 

“ყველა მშობელს სურს რომ მისი შვილი ზრდილობიანი და თავაზიანი იყოს, თუმცა რას ვაკეთებთ ამისათვის? ბავშვისთვის რთულია მხოლოდ თეორიის მიწოდება, საჭიროა ავუხსნათ და თან ჩვენს მაგალითზე ვასწავლოთ. ბავშვები იზრდებიან და მშობლების ქცევას აკვირდებიან, სწავლობენ და იმეორებენ.

 

როგორ ვსაუბრობთ უფროსი თაობის წარმომადგენლებთან, რა სიტყვებითა და ფორმით მივმართავთ ოჯახის წევრებს, ეს ყველაფერი ბავშვის ქვეცნობიერში ილექება, არაცნობიერ მექანიზმში ინახება და პირდაპირ სარკისებრ ნეირონებთან არის დაკავშირებული. სარკისებური ნეირონი  წარმოადგენს თავის ტვინში ნეირონებს, რომლებიც ღიზიანდებიან გარკვეული მოქმედების შესრულებისას, ასევე, სხვისი ქმედებისას ისინი მონაწილეობენ თანაგრძნობისა და კომფორტიზმის  გამოვლენის მექანიზმში.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ბავშვი ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ერთვება გარემოცვის ზეგავლენის ქვეშ და ნებისყოფის მიუხედავად, ხდება მსხვერპლი როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური მანიპულაციის.

 

ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ თუ ბავშვი უფროსებს, თანატოლებს, ბებია-ბაბუას, უხეშად და უტაქტოდ ელაპარაკება, ეს არ არის დიდი პრობლემა, რადგან ბავშვია. მშობლები ფიქრობენ, რომ პირადად მათ ბავშვი ასე არასდროს დაელაპარკება, ამიტომ ურთიერთობის ამ მოდელზე შენიშნვასაც არ აძლევენ. თუმცა, შემდეგ დგება პუბერტატის ასაკი, რა დროსაც მშობლებს უკვირთ თუ რატომ შეიცვალა შვილების დამოკიდებულება მათ მიმართ, საიდან ისწავლეს ამდენი უზრდელობა და თავხედობა?!

 

გარდა იმისა, რომ გარდატეხის ასაკი ხასიათდება გარკვეული თავისებურებებით, ცვლილებები მიმდინარეობს როგორც ფიზიოლოგიურ ასევე, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეზე. მოზარდები ხდებიან უფრო ემოციურები, იმპულსურები, ადვილად ღიზიანდებიან. იწყება საკუთარი თავის ძიების პერიოდი.

 

ისინი ფიქრობენ, რომ “უპირველესები” არიან და მათ გარშემო ტრიალებს სამყარო – ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია უხეში პასუხები, ან უწმაწური სიტყვები მშობლებისა ან სხვა უფროსების მიმართ, მაგრამ როგორც უკვე ზემოთ აღვინიშნეთ, ბავშვის ქცევაზე პირველ რიგში გავლენას ახდენს ოჯახი და შემდგომ უკვე მისი სოციალური გარემო.

 

მშობელს ყველაფერი უბრუნდება, თუ ასწავლით ზრდილობას ბავშვს, იქნება ზრდილობიანი, თუ სხვებთან უხეში ურთიერთობისას არ მიუთითებთ და შენიშვნას არ მისცემთ, ადრე თუ გვიან თქვენც გეუხეშებათ. ვიყოთ კარგი მაგალითები ჩვენი შვილებისთვის და შედეგიც არ დააყოვნებს”.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი