logo_geo
მასწავლებელი, რომელსაც კარანტინში მყოფი ბავშვებისთვის ყოველ დილას საკვები მიაქვს
- +

16 აპრილი. 2020. 23:25

 

 

ზეინ პოულსი ინგლისელი მასწავლებელია და ის ყოველ დილით ძალიან ადრე დგება, ამის მიზეზი კი 78 “ლანჩ ბოქსის” მომზადებაა. მასწავლებელს საჭმელი იმ ბავშვებისთვის მიაქვს, ვისაც, განსაკუთრებული საჭიროებების გამო, სკოლაში, სადაც თავად ასწავლის, უფასოდ კვებავენ. როგორც ვიდეოში ზეინი გვეუბნება, ყუთში ის სენდვიჩს, ხილსა და ტკბილეულს აწყობს.

 

კორონავირუსის გამო გამოწვეული კარანტინის განმავლობაში, მასწავლებელი თავს ვალდებულად მიიჩნევს, მის მოსწავლეებზე ზრუნვა განაგრძოს და თავის შინ უსაფრთხოდ აგრძნობინოს მიუხედავად იმისა, რომ მისთვის აღნიშნული არავის დაუვალებია.

 

 

მძიმე ჩანთებით ცარიელ ქუჩებში გადაადგილება მარტივი არ არის, თუმცა ბევრი ოჯახის გახარება ამად ნამდვილად ღირს. სახლში დარჩენით ისინი არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების უსაფრთხოებაზეც ზრუნავენ“, – ამბობს მასწავლებელი.

 

ზეინ პოულსი ჩანთებს უკვე თითქმის ერთი თვეა, არიგებს. მას ბავშვები გამამხნევებელი და მადლიერებით აღსავსე პლაკატებით ხვდებიან ხოლმე.

 

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსით –  Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად კვლავ იმატებს ისევე, როგორც გარდაცვალების შემთხვევები.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი