logo_geo
99 წლის ბრიტანელმა ბაბუმ სიარულით 17 მილიონ ფუნტზე მეტი მოაგროვა და ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურს ჩაურიცხა
- +

17 აპრილი. 2020. 23:44

 

 

 

ინტერნეტში ამაღელვებელი ამბავი ვრცელდება.

 

ეს იორკშირელი ბაბუა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, კაპიტანი ტომ მური, 99 წლის.

 

ორი კვირის წინ შვილთან ერთად ვიდეო დადო - 100 წლის ვხდები აპრილში და ამის აღსანიშნავად და საქველმოქმედოდ ჩემი სახლის უკანა ეზოს თავიდან ბოლომდე - 25 მეტრს - ასჯერ გავივლიო. ონლაინ ნახავთო. თითო გავლაზე 10 ფუნტი რომ ვიშოვო, 1000 ფუნტი შეგროვდება და კორონავირუსთან საბრძოლველად ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურს ჩავურიცხოთო.

 

ეხლა ამდენს ერთბაშად ხო არ გაივლიდა და დღეში ათჯერ გადიოდა ამ 25 მეტრს. გუშინ დაამთავრა.

 

პირველივე დღეს გამოჩნდა, რომ მაგრად შეცდა მოხუცი მური - იმ საღამოს ანგარიშზე უკვე 70 ათასი იყო. ამჟამად შეგროვებულია 17 მილიონ ფუნტზე მეტი. უკვე 300 ათასმა კაცმა მოაწერა ხელი პეტიციას მისთვის რაინდობის მინიჭების თხოვნით.

 

 

big_banner
არქივი