logo_geo
სააღდგომო ტრადიციები, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ
- +

20 აპრილი. 2020. 01:50

 

 

 

 

მსოფლიოში არსებობს ბევრი სააღდგომო ტრადიცია, რომლის შესახებაც შესაძლოა არ იცოდეთ. სხვადასხვა ქვეყანაში დღესასწაულს ზოგჯერ საკმაოდ უცნაურადაც ზეიმობენ.

 

 

სარაკეტო ომი

 

 

მაგალითად საბერძნეთის კუნძულ ჩიოსში აღდგომის დღესასწაულზე ორ ეკლესიას – Agios Marcos და Erithiani – შორის ე.წ. სარაკეტო ომი იმართება. მოსახლეობა ამ დღისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადება. ამ ორი ეკლესიის მრევლი ასეულობით ფეირვეკს შაბათს საღამოს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა დღეს ერთმანეთის მიმართულებით ისვრის.  გადმოცემის თანახმად, ორ ეკლესიას შორის სხვადასხვა სახის სახალისო პაექრობა სათავეს 1889 წლიდან იღებს.

 

 

დედოფლის შემწეობა

 

 

დიდ ბრიტანეთში დამკვიდრებული ტრადიციით, აღდგომის წინა ხუთშაბათს, უმაღლესი მონარქი მისი ასაკის ოდენობის მონეტებს გასცემს. შესაწირი ეკლესიისა და ღარიბი მოსახლეობის მიმართ თანადგომისა და დახმარების სიმბოლურ აქტად აღიქმება. მონეტებს ყოველწლიურად სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ. წელს დედოფალმა ელისაბედმა მისი ასაკის ოდენობის, 92 მონეტა დაარიგა.

 

 

 

 

იუდას დაწვა

 

 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ზოგიერთ ქვეყანაში იესოს ღალატის გამო იუდა ისკარიოტელის ფიტულს წვავენ. რიტუალი, რომელიც აღდგომამდე შაბათს, ან პარასკევ დღეს ტარდება დამკვიდრებულია მექსიკაში, საბერძნეთში, ვენესუელაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და კრეტაზე. ბოლო პერიოდში ტრადიციამ გარკვეული სახეცვლილებაც განიცადა და ზოგჯერ იუდა ისკარიოტელის ნაცვლდ არაპოპულარული პოლიტიკოსების ფიტულებსაც წვავენ.

 

 

 

 

ჯვარზე გაკრული მორწმუნეები

 

 

ფილიპინებში ზოგიერთი ქრისტიანი საკუთარ თავს ჯვარზე გაკვრით სჯის. მათი რწმენით, ამით ისინი იესო ქრისტეს ჯვარს იზიარებენ. მიუხედავად იმისა, რომ რიტუალი საკმაოდ მტკივნეული და სიცოცხლისთვის სახიფათოა, ყოველწლიურად მოხალისეები მზად არიან ჯვარზე გასაკრავად. კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ამ უკიდურესად სარისკო ტრადიციის აღმოფხვრას, თუმცა უშედეგოდ.

 

          

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი