logo_geo
როგორ ამოწყდა კარანტინში მოქცეული სოფელი საქართველოში – ვინ იყვნენ ანატორელები
- +

22 აპრილი. 2020. 10:55

 

 

“კარანტინი და სოციალური დისტანცირება ქართული საზოგადოებისთვის ახალი არ გახლავთ. ამას მიმართავდნენ ჩვენი წინაპრებიც, რის დასტურიც არის ანატორელთა ისტორია “– ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

 

 

ვინ იყვნენ ანატორელები?

 

 

 

 

სოფელი ანატორი შატილიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა. დღეს იქ ანატორელთა ნასოფლარია (ნანგრევები).

 

 

ანატორი იმითაც არის საინტერესო, რომ აქ ორი ხეობის გზაჯვარედინია. აქ თავს იყრის ჩეჩენ-ინგუშეთიდან, დაღესტნიდან, თუშეთიდან, ქართლ-კახეთიდან მომავალი გზები.

 

 

XVIII საუკუნეში ამოწყდა ზემოთ ნახსენები სოფელი. ისე, რომ ერთი ადამიანიც არ გავიდა მეზობელ სოფლებში.

 

 

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ სოფელში ინფექცია გავრცელდა იქაურად „ჟამი“…

 

 

და რაკი დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი (მიმტანი) აღარავინ რჩებოდა, ავადმყოფი ანატორლები თავისი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში.

 

 

 

 

ადრე გარდაცვლილებს საწოლი თაროებიდან ძირს გადმოაგდებდნენ და ახლა მშიერ მწყურვალნი (ვინ იცის, რამდენ ხანს) თვითონ ელოდნენ სიკვდილს.

 

 

ასეთი თვითდამარხვა კაცობრიობისთვის ალბათ უცნობია და ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების სათანადო შესწავლასა და შეფასებას ელოდება. ეს  აკლდამური დაკრძალვის წესი შატილში გვიანობამდე (XX ს-მდე) შემორჩა.

 

 

ანატორელები XX საუკუნის პირველ მეოთხედში ჭინჭარაულებად (ჯინჭარაულებად) ეწერებოდნენ, მოგვიანებით და ახლაც – სისაურებად.

 

 

აღმოსავლეთ საქართველოს, რეგიონებში დასახლებული სისაურები შატილიდან, ანატორიდან წასულები უნდა იყვნენ. პირაქეთი ხევსურეთის ლიკოქის ხეობაში მოსახლე ლიკოქელები თავს ანატორელების ჩამომავლებად თვლიან.

 

 

 

 

ანტორის ჯვარი – შატილის თემის საერთო სალოცავი იყო, რომელიც თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. ანტორის ჯვრის შესახებ არის ლეგენდა: ერთ კაცს ჯვრისთვის ისარი უსვრია, ჯვარს თემი დაუსჯია და 60 მამაკაცი ავადმყოფობით მოუკლავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი