logo_geo
კოფეინი ტვინის მუშაობაზე მოქმედებს - რა უნდა ვიცოდეთ ე.წ. ნარკოტიკზე
- +

24 აპრილი. 2020. 11:54

 

 

კოფეინი  ადამიანების უმრავლესობის ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია. არ აქვს მნიშვნელობა გიყვართ თუ არა ყავა -  ეს ალკალოიდი შოკოლადში, ჩაიში, სხვადასხვა  სასმელსა და სასუსნავშიც არის. მიუხედავად ამისა, კოფეინის  შესახებ ბევრი რამ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ჩვენ 10 საინტერესო ფაქტს გთავაზობთ:

 

 

#1 ყავის მარცვლები თხებმა აღმოაჩინეს

 

ლეგენდის თანახმად, პირველად ყავა სწორედ თხებმა  აღმოაჩინეს. ეთიოპელმა მწყემსმა კალდიმ შეამჩნია, რომ მისი თხები გაურკვეველი წარმოშობის  მარცვლების ჭამის შემდეგ,  უჩვეულოდ იქცეოდნენ.  ამიტომაც ყავის ნაყოფი  მწყემსმაც დააგემოვნა, რის შემდეგაც გასასინჯად მაჰმადიან ბერებს წაუღო. სასულიერო პირებმა  მარცვლების განადგურება  - ცეცხლში დაწვა გადაწყვიტეს. ადგილზე უჩვეულო სურნელი დატრიალდა, რამაც ბერები კიდევ უფრო შეაშფოთა. ამჯერად მათ ყავა წყალში ჩაყარეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი- დალიეს. ბერები მიხვდნენ, რომ ამ სითხემ მათ სიფხიზლე და ენერგია შემატა. მას შემდეგ ყავა ფართოდ გავრცელდა.

 

 

 

 

#2 კოფეინის შემცველობა ყავის მარცვალსა და ჩაის ფოთოლში დაახლოებით ერთნაირია

 

ყავაში კოფეინის კონცენტრაცია უფრო მაღალია ვიდრე ჩაიში, თუმცა ამ უკანასკნელში არსებული სხვა ნივთიერებები კოფეინის ზემოქმედებას ანეიტრალებენ.

 

 

 

#3 კოფეინის ეფექტი დაახლოებით ნახევარ საათში იგრძნობა

 

ყავის დალევის შემდეგ გამამხნევებელი ეფექტი 20-30 წუთში დგება, თუმცა 4-6 საათის შემდეგ, კოფეინის მოქმედება მთავრდება.

 

 

 

 

#4 კოფეინი ტვინის მუშაობაზე მოქმედებს

 

კოფეინი ადენოზინის რეცეპტორებს ბლოკავს, შედეგად ტვინს ორგანიზმის დაღლაზე ინფორმაცია აღარ მიეწოდება. კვლევებმა აჩვენა, რომ კოფეინი დამახსოვრებისა და ახალი ინფორმაციის გადამუშავების უნარებს აძლიერებს.

 

 

 

 

#5 კოფეინი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ნარკოტიკად მიიჩნევა

 

არის თუ არა კოფეინი ნარკოტიკი - ამაზე მეცნიერები დღემდე ვერ თანხმდებიან, თუმცა 2014 წლის გლობალურ ნარკოლოგიურ კვლევაში აღნიშნულია, რომ კოფეინი მეოთხე ყველაზე გამოყენებადი ნარკოტიკია. კვლევის მიხედვით, მოწინავე პოზიციებს  ალკოჰოლი, ნიკოტინი და მარიხუანა იკავებს.

 

 

 

#6 მწეველების სისხლში კოფეინი უფრო მარტივად შეიწოვება

 

ნიკოტინში არსებული ელემენტები კოფეინისგან მიღებულ ეფექტს 2-ჯერ აჩქარებენ, თუმცა, ამან მოწევის დაწყებისკენ არ უნდა გიბიძგოთ. 

 

 

 

 

#7 ყველაზე მეტ ყავის მარცვალს აშშ შეისყიდის

 

მიუხედავად იმისა, რომ აშშ მსოფლიოში ყველაზე მეტ ყავას შეისყიდის,  ამ მატონიზირებელ სასმელს ყველაზე ბევრს, ჰოლანდიაში სვამენ

 

 

 

 

#8 კოფეინის გემო, ასპირინის გემოს მსგავსია

 

საქმე იმაშია, რომ  ეფექტურობის გასაზრდელად  ასპირინში დიდი დოზით კოფეინს ამატებენ.

 

 

 

 

#9 კოფეინის მოწევა შესაძლებელია, მაგრამ არ ღირს

 

ამან, შეიძლება, გამოიწვიოს გულის გაჩერება ან ძლიერი ტაქიკარდია.

 

 

 

#10 კოფეინმა, შესაძლოა, ალერგია გამოიწვიოს

 

კოფეინზე ალერგიის სიმპტომებია კანკალი და უძილობა.  თუმცა,  კოფეინმა რომ ლეტალური შედეგი გამოიწვიოს, საჭიროა  ერთიანად, თითქმის 70 ჭიქა ყავის დალევა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი