logo_geo
ყალბი პანდემიის ორგანიზებაში გეითსი და ფაუჩი მონაწილეობდნენ! - რაშიდ ბუტარის სკანდალური იტერვიუ
- +

24 აპრილი. 2020. 21:01

 

 

ექიმმა რაშიდ ბუტარმა, რომელიც  ვაშინგტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ერთ დროს სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო ბრიგადაში მუშაობდა, მიმდინარე კვირას სკანდალური ინტერვიუ მისცა.

 

 

ბუტარის პირველი წიგნი „ექიმებისგან 9 ნაბიჯით შორს დაიჭირეთ თავი“, ბესტსელერია.

 

რამდენიმე დღის წინ ექიმმა სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც ის ბიზნესმენ ბილ გეითსა და ვირუსოლოგ ენტონი ფაუჩს კორონავირუსის პანდემიაში ადანაშაულებს.

 

 

როდესაც სოციალურ ქსელში ვანთავსებდი ვიდეოს, ზუსტად ვიცოდი, რომ მას გამოხმაურება მოჰყვებოდა და ასეც მოხდა. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი პასუხი”, – აცხადებს რაშიტ ბუტარი.

 

„მოკლედ ყველგან გვესმის კითხვა, კორონაირუსი შეთქმულებაა თუ არა.

 

თავდაპირველად ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვმუშაობდით მძიმედ დაავადებულ ადამიანებთან და ვცდილობდით მათ განკურნებას, მაგრამ დაავადებაზე დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ეს არის რაღაც ქიმიური, ანუ განსხვავებული ნაწილებისგან შედგება, კომბინირებული ვერსიაა, ანუ რაღაც იმდაგვარს ჰგავს, რაც ამერიკაში უკვე იყო შექმნილი. 2015 წელს ჟურნალში „ბუნება“ გამოქვეყნდა მასალა, რომ ეს იყო ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში შექმნილი, სადაც ჩატარდა ყველა ქიმერული კვლევა.

 

 

აუდიტორიისთვის გასაგები რომ იყოს, გეტყვით, რომ მეცნიერები იღებენ ბუნებაში რეალურად არსებულ ვირუსს და შემდეგ მის მუტაციას ახდენენ. მორფოლოგიურად ცვლიან მის კონფიგურაციას, რომ მიაღწიონ საჭირო ფუნქციას. ეს უკვე იდეაში ნიშნავს იმას, რომ ისინი ზიანის მომტან რამეს ქმნიან. ამ შემთხვევაში მათ აიღეს კორონავირუსის შტამი, მასში სარსის გენი შეიყვანეს და შეიქმნა გაცილებით უფრო საშიში ვირუსი.

 

 

2014 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ვირუსოლოგების მონაცემების გათვალისწინებით გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ კვლევას გამართლება არ აქვს. ფაუჩმა აღნიშნულ კვლევას მხარი დაუჭირა. ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მან რეალურად კანონი დაარღვია. მან ფაქტობრივად შექმნა ის გალია, რომელშიც დღეს მთელი მსოფლიოა. მან მხარი დაუჭირა კვლევას, რომელმაც კორონავირუსამდე მოგვიყვანა. 2017 წლის დოკუმენტი არსებობს, სადაც ის ამბობს, რომ იქნება პანდემია, რომელსაც ახლანდელი „პრეზიდენტის შემადგენლობა“ მოესწრება. საიდან იცოდა 2017 წელს მან, რომ ეს მოხდებოდა? შეუძლებელია რაიმეს პროგნოზირება სამი დღით ადრე და საიდან იცოდა სამი წლით ადრე რა მოხდებოდა?

 

 

 

კვლევა გაიგზავნა უხანში, იმისთვის, რომ დივერსია თავიდან აეცილებინათ. საიდან დაიწყო კორონავირუსი რეალურად,  ჩინეთიდან? ამას მნიშვნელობა არ აქვს.

 

 

რეალურად ბუნებაში არ არსებობს ვირუსი, რომელსაც შეუძლია ასე მარტივად გავრცელდეს.  მე ყველაზე მეტად ის მაცოფებს, რომ ათასობით ექიმმა იცის, რომ ეს ყველაფერი თაღლითობაა და არაფერს ამბობენ. ალბათ ეშინიათ, რომ ლიცენზიას დაკარგავენ, ან ეშინიათ საზოგადოების წნეხის.

 

ღმერთო ჩემო, ეს ყველაფერი შეცვლის მსოფლიოს და ყველა მეცნიერმა და ყველა ექიმმა ხმა უნდა ამოიღოს. სიმართლე უნდა თქვან“, – აცხადებს ბუტარი სკანდალურ ინტერვიუში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი