logo_geo
მომღერალი საჭურისების ტრაგიკული ბედი
- +

26 აპრილი. 2020. 22:38

 

 

XVI საუკუნეში კათოლიკურმა ეკლესიამ ქალებს აუკრძალა სცენაზე გამოსვლა. ისინი მომღერალი ჭაბუკებით ჩაანაცვლეს, მაგრამ იმისათვის, რომ მათთვის წკრიალა, მაღალი ხმა შეენარჩუნებინათ, მათ ასაჭურისებდნენ.

 

 

 

კათილუკური ეკლესიის ხუშტურები

 

image

 

კათოლიკური ეკლესია ყოველთვის უჭერდა მხარს პატრიარქალურ წესებს. 1588 წელს წელს რომის პაპმა სიქსტე V -მ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა მომღერალი და მსახიობი ქალების გამოსვლა ნებისმიერ სცენაზე. ამ კანონმა დიდი პრობლემა შეუქმნა საოპერო ხელოვნებას, რადგან ქალის დისკანტი-მაღალი ხმა ოპერაში დიდ აუცილებლობას წარმოადგენდა. თავდაპირველად ოპერებში დაიწყეს ყმაწვილების აყვანა ქალების როლებზე, მაგრამ ასაკის მატებასთან და ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან ერთად მათ ხმა უბოხდებოდათ და შესაბამისად, ქალის როლს ვეღარ ასრულებდნენ. იმისათვის, რომ ბიჭები რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყვნენ სცენაზე და შენარჩუნებოდათ წკრიალა, სუფთა, ქალური ხმა, მათ ასაჭურისებდნენ. ამის შემდეგ მათ ლამაზი, მაღალი ხმა სიცოცხლის ბოლომდე უნარჩუნდებოდათ.

 

 

როგორ ხდებოდა ბიჭუნების ცვლილება

 

 image

 

საოპერო დადგმების რეჟისორები იმდროინდელი ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პოპულარული დარგის-ოპერის გადასარჩენად საუკეთესო გამოსავალს მომღერალი ყმაწვილების კასტრირებაში ხედავდნენ. სიმღერის ნიჭით დაჯილდოებულ იტალიელ ყმაწვილებს სვამდნენ ცხელ აბაზანაში, ათრობდნენ ოპიუმით ან სხვა ნარკოტიკით და უტარებდნენ ამ საზარელ ოპერაციას. ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ისტორიული დოკუმენტის თანახმად, ზოგ შემთხვევაში სათესლე ჯირკვლებს მთლიანად აჭრიდნენ, ზოგჯერ კი იმ სისხლძარღვებს გადაკეტავდნენ, რომლითაც მათ სისხლი და ჟანგბადი მიეწოდებოდათ. XVIII საუკუნის დასაწყისში იტალიის სხვადასხვა თეატრში წელიწადში სამუშაოდ აჰყავდათ დაახლოებით 4000-მდე ყმაწვილი. მათგან 20% კასტრაციის ოპერაციას ვერ უძლებდა და კვდებოდა.

 

 

მომღერალი-საჭურისების გარეგნობა

 

image

 

მომღერალ ყმაწვილებს ოპერაციას ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უკეთებდნენ, როცა მათ ზრდა დამთავრებული არ ჰქონდათ. კასტრაციის შედეგად იკლებდა სისხლში ტესტოსტერონის დონე, რაც ზრდის პროცესზე აისახებოდა. ყმაწვილებს კუნთოვანი ძალა უსუსტდებოდათ და ძვლის ქსოვილი თხელდებოდა. ბიჭუნები, რომელთაც კასტრაციას 10 წლის ასაკში უკეთებდნენ, იზრდებოდნენ ისე, რომ არც თმის საფარი უჩნდებოდათ სხეულზე და არც კუნთები. ასეთი მომღერლები ნაზ, მომხიბვლელ ანგელოზებს-სერაფიმებს წააგავდნენ. თუმცა ისინი არასოდეს არ იზრდებოდნენ მაღალი და კიდევ, მათ ჰქონდათ არაპროპორციულად გრძელი ხელები.

 

 

კასტრირებული საოპერო მომღერლების სქესობრივი ლტოლვა

 

image 

 

ის ბიჭუნები, რომელთაც კასტრირება სქესობრივი სიმწიფის დაწყებამდე გაუკეთეს, ფიზიკურ განვითარებას განაგრძობდნენ. ზოგიერთ მათგანს სქესობრივი ლტოლვა და ერექციაც კი ჰქონდა. მომღერალ კასტრატებს არასოდეს არ ეყოლებოდათ შვილები, ამიტომ ბევრი ცნობილი ქალბატონი ასეთ ყმაწვილებს ირჩევდა საყვარლად, რათა არასასურველი ფეხმძიმობისაგან დაზღვეული ყოფილიყვნენ. იტალიელ მომღერალ საჭურისებს იმდროინდელი საზოგადოება აღიქვამდა, როგორც განსხვავებულ, მესამე სქესად, ამიტომ ისინი წარმოადგენდნენ როგორც მამაკაცების, ასევე ქალების სექსუალური ინტერესის საგანს.

 

 

ნარცისიზმი

 

image

 

მომღერალი კასტრატები ცხოვრებაში ისე იქცეოდნენ, როგორც ნამდვილი საოპერო დივები: ისინი ძალიან ემოციურები იყვნენ, ხშირად აწყობდნენ ისტერიკებს, მზაკვრულად ექცეოდნენ სხვა მომღერლებს. სხვათა შორის, ისინი საგულდაგულოდ ზრუნავდნენ თავიანთ გარეგნობაზე არამარტო სცენაზე, არამედ ცხოვრებაშიც და ყოველთვის მოწესრიგებულად და მიმზიდველად გამოიყურებოდნენ.

 

 

პოპულარობას მხოლოდ ერთეულები აღწევდნენ

 

 image

 

მიუხედავად იმისა, რომ კასტრაციას ათასობით ნიჭიერ ყმაწვილს უკეთებდნენ, წარმატება, სიმდიდრე და აღიარება მხოლოდ ერთეულთა ხვედრი იყო.

 

 

კასტრაციის აკრძალვა

 

image 

 

ხელოვნების სახელით კასტრაციის საბოლოო აკრძალვა მოხდა XIX საუკუნის დასაწყისში, თუმცა იტალიელი ექიმები ამ ოპერაციას მალულად მაინც აკეთებდნენ 1870 წლამდე. სიქსტის კაპელაში ხომ ასე ძალიან უყვარდათ წკრიალახმიანი ვაჟებისა და მამაკაცების სიმღერის მოსმენა. უკანასკნელი მომღერალი-საჭურის გახლდათ ალესანდრო მორესკი, რომელიც სიკვდილამდე-1922 წლამდე მღეროდა რომის ოპერის თეატრში. ჩვენამდე მოაღწია მისმა სიმღერამ " ავე მარია", რომელიც მორესკის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერილი იქნა ფონოგრაფზე.

 


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი