logo_geo
21-ე საუკუნის მსოფლიო - ადგილები, სადაც კანიბალიზმი ჯერ კიდევ არსებობს
- +

30 აპრილი. 2020. 13:51

 

 

გლობალიზაციისა და ტექნოლოგიების ეპოქაში,  ჯერ კიდევ არსებობს ადგილები, სადაც ადამიანის ხორცს ჭამენ. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს პროცესი ამა თუ იმ ტომის კულტურის ნაწილიც კია. 
წარმოგიდგენთ ადგილებს, სადაც კანიბალიზმი ჯერ კიდევ მიღებულია:
 

#1 პაპუა-ახალი გვინეა
პაპუა-ახალი გვინეას დასავლეთ ნაწილში Korowai-ს ტომი ცხოვრობს, რომლის წევრები ადამიანის ხორცით იკვებებიან.  ისინი სხვადასხვა ავადმყოფობის გამო გარდაცვლილ ადამიანს  ჭამენ. ტომის წევრებს  სჯერათ, რომ ასე სხვა ადამიანებს დაიცავენ. 

 

#2 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კონგოელებს დღესაც  სჯერათ, რომ თუ ადამიანის გულს მიირთმევენ, ფიზიკურად გაძლიერდებიან. 
2003 წელს, გაეროს შეხვედრაზე  აფრიკის რეგიონში მცხოვრები ტომის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იტურის პროვინციის აჯანყებულებმა, მათი ხალხი ცოცხლად შეჭამეს. 

 

#3  ბრაზილია
ამაზონის ტყეში პატარა ტომი ცხოვრობს, რომლის წარმომადგენლებსაც ცივილიზაციასთან შეხება 1960-იან წლებამდე არ ჰქონიათ. როდესაც ტომის წევრი გარდაიცვლება, 3 დღის განმავლობაში ახლობლებს საშუალება აქვთ, რომ იგლოვონ, შემდეგ კი ცხედარს ჭამენ.  რიტუალში მონაწილეობას გარდაცვლილის ნათესავები არ იღებენ. 

 

#4 ფიჯის კუნძულები

ფიჯის კუნძულები, რომელსაც ძველად „კანიბალის კუნძულებად“ მოიხსენიებდნენ, დღეს ისეთი საშიში ადგილი აღარ არის, როგორც მე-19 საუკუნეში. იმ პერიოდში კუნძულზე  ჩასვლა მისიონერებსაც კი ეშინოდათ. აღსანიშნავია, რომ ტრადიციის ერთგულ ტომებს დღესაც შეხვდებით, თუმცა, იქაური აბორიგენები მხოლოდ მტრულად განწყობილი ტომების წევრებს ჭამენ.

 

#5 ინდოეთი
ინდოეთში, ქალაქ ვარანასში მცხოვრები ასკეტური სექტის, Aghori-ის წევრები ღამის რიტუალებს ატარებენ, რომელიც გულისხმობს მდინარე განგში გადაყრილი მიცვალებულების ( ვარნასში მიცვალებულების დამარხვის ამგვარი ტრადიცია არსებობს ) ჭამას. ტომის წევრები ადამიანის ძვლების, კბილებისა და თავის ქალებისაგან სამკაულებს აკეთებენ.

 

#6 კამბოჯა
კამბოჯელი ჯარისკაცებისთვის წმინდა რიტუალს, მტრის ღვიძლის ჭამა წარმოადგენდა. დღეისათვის, კანიბალიზმის ფაქტები ადგილობრივებში თითქმის აღარ შეინიშნება.

 

#7 Nuku Hiva, საფრანგეთის პოლინეზია
2011 წელს ნადირობის დროს გერმანელი ტურისტი ნუკუ ჰივაში დაიკარგა. მამაკაცის  სხეულის ნაწილები მოგვიანებით იმ ბანაკის მახლობლად იპოვეს, სადაც ერთ-ერთი ტომი ცხოვრობს. მიიჩნევა, რომ ტურისტი კანიბალიზმის მსხვერპლი გახდა. 

 

#8 მაიამი, ფლორიდა
2012 წელს მაიამიში კანიბალიზმის ფაქტი გამოვლინდა. შიშველი კაცი ფლორიდის ავტომაგისტრალზე ადამიანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც მის შეჭმა შეეცადა. თავდამსხმელი პოლიციას არ დაემორჩილა, ამიტომ სამართალდამცველებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი