logo_geo
1812 წლის კახეთის აჯანყება და 1819-1820 წწ. იმერეთის დავალებები
- +

1 მაისი. 2020. 10:54

 

 

 

1811 წელი მოუსავლიანი იყო, საქართველოში მყოფ რუსულ ჯარს კი 1812 წლის იანვარში პურის ერთი თვის მარაგიც არ გააჩნდა. მოსახლეობამ უარი თქვა მთავრობისათვის პურის დაბალ ფასად მიყიდვაზე. ამის პასუხად მთავარმართებელმა პაულიჩიმ მოსახლეობის დაწიოკება დაიწყო. რუსი ჯარისკაცები ოჯახებში პურს დაეძებდნენ და თუ აღმოაჩენდნენ, ძალით მიჰქონდათ.

 

 

ამავე დროს ისინი შეურაწყოფდნენ გლეხებს, ლოთობდნენ. 1812 წლის დასაწყისში უკიდურესად შევიწროებული და შეურაწყოფილი კახეთის მოსახლეობა აჯანყდა. აჯანყებულებს სათავეში ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე ჩაუდგა, რომელიც კახელებმა ქართლიდან გადმოიყვანეს და მეფედ გამოაცხადეს .ეს აჯანყებაც მარცხით ჩამთავრდა: გაზაფხულზე ჩუმლაყთან პაულიჩიმ ქართველები დაამარცხა . გრიგოლ ბატონიშვილი კი დაღესტანში გადაიხვეწა.

 

 

1812 წლის ზაფხულში რუსეთში ნაპოლეონის არმია შეიჭრა. ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ომი ირანთან. რომელიც თავის მხრივ, შექმნილი ვითარების გამოყენებას და ამიერკავკასიაში ძველი ბატონობის აღდგენას ცდილობდა.

 

 

ასეთ ვითარებაში, 1812 წლის შემოდგომის დასაწყისში, კახეთში კვლავ აჯანყებამ იფეთქა. ამჟამად მას სათავეში ირანიდან დაბრუნებული ალექსანდრე ბატონიშვილი ჩაუდგა. აჯანყდა კახეთი, ქიზიყი, ფშავ-ხევსურეთი, მღელვარება ქართლსაც მოედო. ქართველთა დასახმარებლად დაღესტნიდან 1200 ლეკი ჩამოვიდა. სპარსეთის მმართველმა აბასმირზამ ალექსანდრე ბატონიშვილთან შესაერთებლად და რუსთა განსადევნელად თბილისზე ლაშქრობა გადაწყვიტა გალაშქრება გადაწყვიტა, მაგრამ რუსებმა დაასწრეს და მოულოდნელი იერიშით აბას-მირზას ჯარები სასტიკად დაამარცხეს. ამავე დროს რუსეთმა ნაპოლეონის წინააღმდეგ ომშიც გაიმარჯვა. ამის შემდეგ ალექსანდრე ბატონიშვილს გარედან დახმარების იმედი აღარ ჰქონდა და მისმა ბრძოლამ აზრი დაკარგა. ალექსანდრე დამარცხდა და მისი ჯარი დაიშალა.

 

 

1819-1820 წლებში იმერეთის, გურიისა და რაჭის მოსახლეობაც აჯანყდა. მათ სათავეში დასავლეთ საქართველოს თავადები და საეკლესიო მოღვაწეები ჩაუდგნენ. მათ იმერეთში მეფობის აღდგენა და ტახტზე სოლომონ I-ის შვილიშვილის, ივანე აბაშიძის აყვანა სურდათ. რუსეთის არმიამ ამ აჯანყების ჩახშობაც შეძლო. აჯანყებულთა მეთაურები:

 

 

მიტროპოლიტი ექვთიმე გენათელი, სოლომონ I-ის ასული დარეჯანი (ივანე აბაშიძის დედა ), სეხნია წულუკიძე, დავით მიქელაძე და გრიგოლ დადიანი შეიპყრეს და რუსეთში გადაასახლეს. მმიტროპოლიტი დოსითეოს ქუთათელი გზაში, სურამთან რუსი ჯარისკაცებისაგან ნაცემი გარდაიცვალა. ხოლო ივანე აბაშიძე და ქაიხოსრო გურიელი ოსმალეთში გადაიხვეწნენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი