logo_geo
2020 წლის ყველაზე მოდური საპატარძლო ვარცხნილობები
- +

1 მაისი. 2020. 20:44

 

 

 

ყოველ წელს საქორწილო მოდა თავის წესებს კარნახობს პატარძლებს, რა თქმა უნდა წინა პლანზე დგას თავად პატარძლის ინდივიდუალიზი, მისი გემოვნება და ინტერესები, ტუმცა აუციებელია გავითვალისწინოთ თანამედროვე ტენდენციები.

 

ყველა პატარძალს სურს ისეთი ვარცხნილობა, რომელიც ხაზს გაუსვამს მათ სილამაზეს, დწარმოაჩენს მათ კარგ მხარეებს, ამიტომ ვარცხნილობის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

2020 ბუნებრიობის წელიწადია ვარცხნილობებში, რაც უფრო ბუნებრივი იქნება თქვენი სტილი მით უფრო ტენდენციურები იქნებით ქორწილში.

 

სწორი, ოდნავ დატალღული, ბუნებრივი ვარცხნილობა - სწორი თმა კვლავ უბრუნდება თანამედროვე ტენდენციებს და მასთან ერთად აქტუალურია სიმარტივე, სიწმინდე და მინიმალიზმი. ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ვარცხნილობაა, თუმცა თუ მას შემატებთ ბზინვარებას და ამასთან დაამშვენებთ ნაზი სამკაულით ნამდვილად იდეალური არჩევანი იქნება.

 

ნაზი აბადოკები - თანამედროვე პატარძლებისათვის ფატას ნაზი, სადა რგოლებით აბადოკები ანაცვლებს. ეს საშუალებას იძლევა აღნიშნოთ სიდიადე, და მინიმალიზმი ერთად.

 

მსგავსი სტილის აბადოკები დაამშვენებს არა მხოლოდ გრძელ, არამედ მოკლე ვარცხნილობასაც.

 

ბანტები და შარფები - ბანტები წელს ნამდვილად აქტუალურია ყოველდღიურ ცხოვრებაში და მოდურად ითველბა ქორწილის აქსესუარადაც, ისევე როგორც შარფები, ბუნებრივ ვარცხნილობას, გრძელ თმას ფატის ნაცვლად თუ ბაფთით ან შარფით შეიკრავთ ნამდვილად სისადავის განსახიერება იქნებით. წელს ხომ მინიმალიზმი წინა პლანზეა და თქვენც გაამყარებთ თანამედროვე ტენდენციებს.

 

 ტურბანი - ნუ შეგეშინდებათ, თამამად გამოიყენეთ ტურბანი თქვენი ვარცხნილობის აქსესუარად რა თქმა უნდა თუ ეს სტილი მოგწონთ და გიხდებათ.

შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვა ფერის ტურბანი და შეუხამოთ იგი თქვენს თეთრ კაბას, ეს უფრო მეტ ავანგარდიზმსა და თანამედროვე სტილს შეიტანს თქვენს ლუქსა და ვარცხნილობაში.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი