logo_geo
„ძაღლები არასოდეს კვდებიან, მათ ჩვენს გულებში სძინავთ!“
- +

1 მაისი. 2020. 21:06

 

 

საყვარელი ოთხფეხა მეგობრის სიკვდილი ნებისმიერი პატრონისთვის მძიმე გადასატანია, რადგან ბევრი ჩვენგანისთვის ცხოველები ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ხდებიან.

 

ერნესტ მონტეგიუმ საკუთარ თავზე განიცადა, თუ რას ნიშნავს ერთგული ბინადრის დაკარგვა, როდესაც მისი ძაღლი - პიტბული, სახელად "ბოლო", მოკვდა. მამაკაცმა გადაწყვიტა მისთვის პატივი მიეგო. მან სოციალურ ქსელში სულისშემძვრელი და წრფელი სიტყვები დაწერა, რასაც ცხოველთა მოყვარულები ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავენ:

 

"ვისაც ჰქონია, რომ  ოთხფეხა მეგობრის დაკარგვის შემდეგ ის სამუდამოდ დაკარგა - ეს სიმართლე არ არის. შორიდან არ მოვუვლი და პირდაპირ გეტყვით, ძაღლები

არასოდეს კვდებიან: ისინი იღლებიან, წლები ემატებათ, მათი ძვლები ავადდება, მაგრამ არ კვდებიან.

 

მათი სამყარო საოცარია და შესაბამისად, თქვენც ამ საოცრებაში იმყოფებით. იდეალურ სამყაროში კი სიკვდილი არ არსებობს.

 

როდესაც ფიქრობთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი მოკვდა, ეს მცდარი აზრია. მან უბრალოდ თქვენს გულში დაიძინა და იქ კუდს აქიცინებს. აი, რატომ გტკივათ გული ასე ძალიან, ხოლო თვალები ცრემლებით ივსება. როგორ შეიძლება არ იტირო, თუ გულში ბედნიერი ძაღლი კუდს აქიცინებს? ის თქვენ გეუბნებათ: "მადლობა, რომ შენს გულში საუკეთესო და თბილი ადგილი მაჩუქე ძილისთვის".

 

რამდენიმე წლის შემდეგ, ის უფრო ღრმად და ხანგრძლივად დაიძინებს. ის საუკეთესო ძაღლი იყო - ეს ორივემ იცით. სინამდვილეში, ეს ტკივილი ყოველთვის თან გაგყვებათ. მას ძინავს შენს გულში და შესაძლოა, მოულოდნელად, გაიღვიძოს. ასეთები არიან ჩვენი ოთხფეხა მეგობრები.

 

მეცოდებიან ადამიანები, რომელთა ძაღლებსაც მათ გულში არ სძინავთ. ამით ბევრს კარგავენ. მაპატიეთ, მეტს ვეღარ დავწერ, ცრემლები თავისით მომდის..."

 

 

big_banner
არქივი