logo_geo
არის თუ არა საჭირო ქორწილის მეორე დღე?!
- +

1 მაისი. 2020. 21:38

 

 

ქორწილის მეორე დღე - ეს სტრადიცია ძველი დროიდან იღებს სათავეს, საზოგადოების მიერ შექმნილი ტრადიციაა. მეორე დღე,  ეს არის ქორწილის დასკვნითი ნაწილი, ამიტომ არ არის საჭირო ისეთი ბრწყინვალე იყოს, როგორც თავად ქორწილის დღე, ეს დღე ვიწრო წრეში შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, მეგობრებისთვის მოკრძალებული სადილი, დაისვენოთ და ასე რომ თქვათ, შეაჯამოთ ქორწილის დეტალები.

 

 ქორწილის მეორე დღისთვის დიდი ხარჯების გაღება საჭირო არ არის, ეს პატარა ღონისძიებაა, თქვენი ახლობლების გარემოცვაში.

 

დღეს უკვე ქორწილის სხვადასხვა ტენდენციაა და ეს შესაძლებელია იყოს რესტორანში, ღია ცის ქვეშ, და.ა.შ ამიტომ მეორე დღის ტრადიცია თანდათან დავიწყებას მიეცა.

 

თუმცა, რა თქმა უნდა ეს ინდივიდუალურად წყვილის გადასაწყვეტია, თუ მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ქორწილის მეორე დღე სამეგობრო წრეში იყოს ისეთივე გრანდიოზული როგორც თავად ქორწილი, მხოლოდ განსხვავებულ წრეში ნამდვილად არ იქნება ცუდი გადაწყვეტილება.

 

ამასთანავე შესაძლებელია წყვილმა პატარა საქორწილო სუფრა სახლში გადაიხადოს, ასეთ შემთხვევაში მეორე დღე გარდაუვალი იქნება, რადგან სტუმრების გამასპინძლება მეორე დილით ისედაც მოგიწევთ, ან შეგიძლიათ მცირე პიკნიკი მოაწყოთ ღია ცის ქვეშ, თუნდაც საუზმე ლამაზ მყუდრო ადგილას.

 

უნდა აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე ტენდენციების მიხედვით ქორწილის სახლში გადახდა და მეორე დღის აღნიშვნა მოძველებულია.

 

იქიდან გამომდინარე, რომ წყვილს, ქორწილში მიღებული ემოციებისა და ქორწილის სამზადისით გადაღლილებს სურთ განმარტოვდნენ და გაემგზავრონ მცირე მოგზაურობაში და დაისვენონ. ვფიქრობ ეს ნამდვილად კარგი გამოსავალია პირადად თქვენთვის, თუ გინდათ რომ მშვიდ გარემოში გაატაროთ ქორწილის შემდეგი დღეები, თქვენს მეორე ნახევართან ერთად, აუცილებლეია დატკბეთ ერთად ყოფნით, ხოლო სტუმრების განწყობაზე თავად ქორწილის დღეს იზრუნოთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი