დროა, ”მტერს თვალებში შევხედოთ” და გავიგოთ, რა გვიშლის ხელს იმაში, რომ ჯანმრთელი კანი გვქონდეს.
აუზში ცურვა კარგია, მაგრამ ქლორიანი წყალი კანს აშრობს. ცურვამდე და შემდეგ აუცილებლად წაისვით კანზე მკვებავი ან დამატენიანებელი კრემი.
ალბათ, შეხსენება არაა საჭირო, რომ ძილის წინ მაკიაჟი უნდა მოიშოროთ.
ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს. თუ დღეში რამდენი ჭიქა ყავას სვამთ, 1 ჭიქა წყლით ჩაანაცვლეთ.
ბაქტერიებს გაამრავლებთ და ანთებით პროცესს გამოიწვევთ.
გაამდიდრეთ
რაციონი ზეითუნის ზეთით, ავოკადოთი, ფორთოხლითა და ნუშით.
ცხელი შხაპი 5 წუთამდე შეამცირეთ, ის აშრობს კანს.
რაც უფრო ცოტა წყალს სვამთ, მით ნაცრისფერი და მომჭკნარი კანი გექნებათ.
ზედაპირზე ბაქტერიები გროვდება. გაწმინდეთ ანტიბაქტერიული ხელსახოცით.
მკაცრი დიეტა და წონის მომატება კანს ჭიმავს და ამჩვარებს.
8 საათზე ნაკლები ძილი უარყოფითად მოქმედებს თქვენს კანზე.
არ აკონტროლებთ მიმიკას, შედეგად კი ნაოჭები გიჩნდებათ.
კონსერვები და პაკეტის წვნიანები ოჯახური ბულიონებით და მშრალი მწვანილით ჩაანაცვლეთ. კონსერვანტები საზიანოა ჯანმრთელობისთვისაც და კანისთვისაც.
ბალიშის პირსა და ზეწარზე უამრავი ბაქტერია გროვდება. ხშირად ცვალეთ ისინი.
შეამცირეთ შაქრის რაოდენობა, ის ამსხვრევს კოლაგენს და სახეზე ნაოჭების წარმოქმნას უწყობს ხელს.
სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია. თანაც, აბერებს კანს.
ზოგჯერ დაასვენეთ ხოლმე სახის კანი. არც ტონალური წაისვათ და არც ბრონზატორი.
მოძრაობა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. დილაობით ძაღლი გაასეირნეთ, საღამოს, ძილის წინ 20 წუთით ფეხით იარეთ. მოძრაობა სასარგებლოა სახის კანისთვის.