logo_geo
15 ჩვევა, რომელიც ანგრევს თქვენს სილამაზეს
- +

1 მაისი. 2020. 22:03

 

 

დროა, ”მტერს თვალებში შევხედოთ” და გავიგოთ, რა გვიშლის ხელს იმაში, რომ ჯანმრთელი კანი გვქონდეს.

  1. ქლორი

 

აუზში ცურვა კარგია, მაგრამ ქლორიანი წყალი კანს აშრობს. ცურვამდე და შემდეგ აუცილებლად წაისვით კანზე მკვებავი ან დამატენიანებელი კრემი.

 

 

  1. მაკიაჟის მოშორება

 

ალბათ, შეხსენება არაა საჭირო, რომ ძილის წინ მაკიაჟი უნდა მოიშოროთ.

 

  1. ყავა

 

ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს. თუ დღეში რამდენი ჭიქა ყავას სვამთ, 1 ჭიქა წყლით ჩაანაცვლეთ.

 

  1. მუწუკების გამოდევნა

 

ბაქტერიებს გაამრავლებთ და ანთებით პროცესს გამოიწვევთ.

 

  1. კვება

 

გაამდიდრეთ

რაციონი ზეითუნის ზეთით, ავოკადოთი, ფორთოხლითა და ნუშით.

 

  1. ცხელი შხაპი

 

ცხელი შხაპი 5 წუთამდე შეამცირეთ, ის აშრობს კანს.

 

  1. წყლის უკმარისობა

 

რაც უფრო ცოტა წყალს სვამთ, მით ნაცრისფერი და მომჭკნარი კანი გექნებათ.

 

  1. მობილური

 

ზედაპირზე ბაქტერიები გროვდება. გაწმინდეთ ანტიბაქტერიული ხელსახოცით.

 

  1. წონის ცვლილება

 

მკაცრი დიეტა და წონის მომატება კანს ჭიმავს და ამჩვარებს.

 

  1. უძილობა

 

8 საათზე ნაკლები ძილი უარყოფითად მოქმედებს თქვენს კანზე.

 

  1. მიმიკა

 

არ აკონტროლებთ მიმიკას, შედეგად კი ნაოჭები გიჩნდებათ.

 

 

  1. ნატრიუმის სიჭარბე

 

კონსერვები და პაკეტის წვნიანები ოჯახური ბულიონებით და მშრალი მწვანილით ჩაანაცვლეთ. კონსერვანტები საზიანოა ჯანმრთელობისთვისაც და კანისთვისაც.

 

  1. თეთრეული

 

ბალიშის პირსა და ზეწარზე უამრავი ბაქტერია გროვდება. ხშირად ცვალეთ ისინი.

 

  1. შაქარი

 

შეამცირეთ შაქრის რაოდენობა, ის ამსხვრევს კოლაგენს და სახეზე ნაოჭების წარმოქმნას უწყობს ხელს.

 

  1. მოწევა

 

სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია. თანაც, აბერებს კანს.

 

  1. მაკიაჟის სიმრავლე

 

ზოგჯერ დაასვენეთ ხოლმე სახის კანი. არც ტონალური წაისვათ და არც ბრონზატორი.

 

  1. სიარული

 

მოძრაობა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. დილაობით ძაღლი გაასეირნეთ, საღამოს, ძილის წინ 20 წუთით ფეხით იარეთ. მოძრაობა სასარგებლოა სახის კანისთვის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი