logo_geo
ფილტვებს მოწევისგან დაზიანებული ქსოვილის აღდგენის საოცარი უნარი აღმოაჩნდა
- +

1 მაისი. 2020. 23:10

 

 

მიიჩნეოდა, რომ სიგარეტის მოწევისგან გამოწვეული მუტაციები, რომელიც ხშირად კიბოს იწვევენ ხოლმე, ფილტვებს შეუქცევად ზიანს აყენებდა. ახალი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ სიგარეტის კვამლისგან "გადარჩენილ" ჯანსაღ უჯრედებს ფილტვების ქსოვილი აღდგენის გასაოცარი უნარი აქვთ, — თუ ადამიანი მოწევას შეწყვეტს.

 

თამბოქოს მოწევა ფილტვებში ათასობით ქიმიურ ნაერთს ათავისუფლებს, რომელიც ფილტვის უჯრედების დნმ-ს აზიანებს. დნმ-ის დაზიანება კი ფილტვის კიბოს შანსს მრავალჯერადად ზრდის.

 

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში განხილულია რა ემართებათ მწეველების ფილტვებს მანამ, სანამ სიმსივნე განვითარდება.

 

როგორც ჩანს, მწეველების ფილტვის უჯრედების უმეტესობას უზარმაზარი გენეტიკური ზიანი ადგებათ და თითოეულ უჯრედში 10 000-მდე გენეტიკური ცვლილება ხდება.

 

„ამას [ცვლილებებს] შეგვიძლია შევხედოთ როგორც მინიატურულ ბომბებს, რომლებიც მალე აფეთქდებიან, რის შედეგადაც სიმსივნე გაჩნდება“, — ამბობს ექიმი ქეით გოვერსი.

 

ამის მიუხედავად, ფილტვებში არსებობს უჯრედების რაღაც ნაწილი, რომელიც ახერხებს, რომ არ დაზიანდეს. ამ ეტაპზე გაუგებარია, რა მექანიზმებით ხდება ეს.

 

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყოფილი მწეველების დაზიანებული უჯრედების 40% სრულ რეგენერაციას განიცდის და ჯანმრთელი უჯრედებისგან განურჩეველი ხდება.

 

"ეს მიგნება ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო", — განაცხადა პიტერ კემპბელმა.

 

საინტერესო ის არის, რომ უჯრედების "გამოჯანმრთელების" ეს მაჩვენელი, ისეთ ყოფილ მწეველებს აღენიშნათ, რომლებიც 40 წლის მანძილზე ეწეოდნენ (დღეში დაახლოებით ერთ კოლოფს).

 

მკვლევრები ფილტვების აღდგენილი ქსოვილის რაოდენობის დაზუსტებაზე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კვლევა ფილტვების "მთავარ არხებს" ფარავს, მეცნიერებს არ შეუსწავლიათ როგორ აისახება მოწევისთვის თავის განებება ფილტვების უფრო მცირე სტრუქტურებზე — ალვეოლებზე.

 

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მოწევისთვის თავის განებება მომენტალურად ამცირებს კიბოს რისკს. დროთა განმავლობაში კი რისკი მინიმუმამდე დადის.

 

სიგარეტის მუდმივი მოწევა ფილტვის კიბოს რისკს 70-90%-ით ზრდის.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი