logo_geo
ტაილანდში ტურისტების სიმცირის გამო, მშიერი მაიმუნები აგრესიაზე გადავიდნენ
- +

1 მაისი. 2020. 23:12

 

 

ტაილანდის ქალაქ ლოპბურის მცხოვრებმა მაიმუნების დიდი ჯგუფი ვიდეოზე გადაიღო. ბოლო კვირების განმავლობაში პრიმატები იძულებულნი არიან საკვების გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ამის მიზეზი ტურისტების სიმცირეა.

 

ტაილანდში ტურისტების ნაკადი რადიკალურად შემცირდა და ამის მიზეზი სოფლიოში კრონოვირუსის გავრცელებაა.

 

ადგილობრივი მცხოვრებლები მიჩვეულნი არიან კეთილად განწყობილ მაიმუნებს. სწორედ ამიტომ, ცხოველების ქცევის ცვლილება მათ გაოცებას იწვევს.

 

"ისინი ველურ ძაღლებს დაემსგავსნენ. საკვების ერთი ნამცეცის გამო მაიმუნები სიგიჟის ზღვაზე არიან. არასოდეს მინახავს ისინი ასეთი აგრესიულები ყოფილიყვნენ. ვფქრობ, რომ პრიმატები ძალიან მშივრები არიან. ჩვეულებრივ, ამ ქალაქს უამრავი ტურისტი სტუმრობს, რათა მაიმუნები გამოკვებონ, მაგრამ ახლა კორონოვირუსის გავრცელების გამო ადამიანების მკვეთრი სიმცირეა. ლოპბურში  ათასზე მეტი ველური მაიმუნი ცხოვრობს, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებიან  ქუჩებსა და შენობებში. ბევრი მათგანი ძველ ბუდისტურ ტაძრებში ბინადრობს და მათ ტურისტები მუდმივად კვებავენ,"- წერს ვიდეოს ავტორი სასალუკ პატანჩაი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი