24 ჩაის კოვზი ნატურალური ყავა (შეიძლება ხსნადი ყავაც) მოვხარშოთ 6 ჩაის ჭიქა წყალში. ვხარშოთ 5 წუთი და დავდგათ რამდენიმე საათი, რომ კარგად გაცივდეს და დაილექოს; შემდეგ გავწუროთ ოთხ დოლბანდში, დავამატოთ ცოტა ვანილი, როცა გაცივდება, დავასხათ ჭიქა ნახევარი სპირტი ან ორი ჩაის ჭიქა მაგარი არაყი.
მასალა:
ყავა–24 ჩაის კოვზი
წყალი–6 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი– 5 ჩაის ჭიქა
სპირტი–ჭიქა ნახევარი (ან ორი ჩაის ჭიქა მაგარი არაყი)