logo_geo
ალბერტ აინშტაინის ყველაზე ორიგინალური ისტორია
- +

2 მაისი. 2020. 17:19

 

 

ალბერტ აინშტაინი სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობდა. მისი მძღოლი მანქანაში არასდროს რჩებოდა, მუდმივად ესწრებოდა ლექციებს და მოხსენებებიც უკვე ზეპირად იცოდა.

 

 

ერთხელ აინშტაინმა მორიგ ლექციაზე მიმავალმა დაიწუწუნა, რომ ლექციის წაკითხვის ხასიათზე არ იყო და ძალიან ეზარებოდა.

 

 

მძღოლმა შესთავაზა როლები გაეცვალათ. აინშტაინს შეთავაზება მოეწონა და მათ ტანსაცმელი გაცვალეს.

 

 

მეცნიერი დიდი ინტერესით ელოდა, როგორ ჩაატარებდა მისი მძღოლი ლექციას. როცა აუდიტორიაში შევიდნენ მძღოლის უნიფორმაში გამოწყობილმა აინშტაინმა იქვე დაიკავა ადგილი, მძღოლი კი სტუდენტების წინაშე წარსდგა და მშვენივარდ გაუძღვა ლექციას.

 

 

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა კითხვები დასვეს, რაზეც “აინშტაინმა” უპასუხა:

 

 

– თქვენი კითხვები იმდენად მარტივია, რომ ამაზე ჩემი მძღოლიც კი გიპასუხებთ! – და ხელი აინშტაინისკენ გაიშვირა. “მძღოლმა” აინშტაინმა კი, შეკითხვებსს პასუხი დეტალურად და ამომწურავად გასცა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი