თურქეთში ახალგაზრდა ქალმა კარანტინის მოხსნა ფოტოსესიით აღნიშნა და ხევში გადავარდა.
ყაზახეთის მოქალაქე, 31 წლის ოლესია სუსპიცინა ბოლო 5 წლის განმავლობაში გიდად მუშაობდა, კარანტინის შემსუბუქების შემდეგ კი ჩანჩქერთან ფოტოსესიის მოწყობა გადაწყვიტა. ფოტოს გადაღების დროს ახალგაზრდა ქალს ფეხი დაუცდა, რის შემდეგაც ის 35 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.