კინოხელოვნების ერთ-ერთი განუმეორებელი მოვლენა, მსახიობი ოდრი ჰეპბერნი დაიბადა 1929 წლის 4 მაისს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დაიბადა.
მან მონაწილეობა მიიღო 27 სრულმეტრაჟიან ფილმში და მრავალ თეატრალურ თუ სატელევიზიო სპექტაკლში 1954 წელს დაჯილდოვდა აშშ-ს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოთი, "ოსკარით", ოთხჯერ იყო ამავე პრემიის ნომინანტი, 1993 წელს (გარდაცვალების შემდეგ) მიენიჭა საგანგებო ჰუმანიტარული პრემია.
გარდაიცვალა 1993 წლის 20 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ მორჟში
დედა - ელა ვან ჰეემსტრა, ეროვნებით ჰოლანდიელი, დაბადებული 1900 წელს,
იგი ბარონესა გახლდათ და არასოდეს ივიწყებდა ამას.
მამა - ჯონ ჰეპბერნ-რასტონი (არსებობს მისი სახელის სხვა ვარიანტებიც: ჯოზეფ, ვიქტორ, ენტონი....). დაბადებული 1889 წელს. საკმაოდ ბუნდოვანი ინგლისურ-ირლანდიური წარმოშობის სუბიექტი, ბანკის მოხელე.
არსებობს ცნობები ოდრი ჰეპბერნის ებრაული ფესვების თაობაზეც.