logo_geo
რა ვუყოთ გარდაცვლილი ახლობლების დანატოვარ ტანსაცმელს?
- +

6 მაისი. 2020. 00:46

 

 

 

მოძღვარი გვირჩევს...

 

რა ვუყოთ გარდაცვლილი ახლობლების დანატოვარ ტანსაცმელს, რომელიც არც ისე ვარგისია, რომ მოწყალების სახით გავცეთ?

 

-ასეთი ტანსაცმელი შეგიძლიათ, შესაბამის ადგილას, მიწაში დაფლათ ან დაწვათ. მშვიდად იყავით, ეს მიცვალებულის ხსოვნას არანაირ ზიანს არ მიაყენებს.

 

როგორ უყურებს ეკლესია ისეთ ფარისეველ ადამიანს, ვინც ლოცვას არ აცდენს, მაგრამ სინამდვილეში, საშინლად გულბოროტი და ავსიტყვაა?- უღირსად ლოცვაზე წმიდა მამა ისააკ ასური ამბობს: „გულბოროტი კაცის ლოცვა ქვაზე ნათესსა ჰგავს“. თუმცა, თქვენ მაინც არ გაქვთ უფლება, ვინმეს ფარისეველი უწოდოთ. თქვენ თქვენი ცოდვების მონანიებისთვის იზრუნეთ. შეიძლება თუ არა, უცხოეთში მყოფმა ქართველმა მართლმადიდებელმა კათოლიკურ ეკლესიაში ილოცოს, რადგან იმ ტერიტორიაზე მართლმადიდებლური ტაძარი არ არის? კათოლიკურ მესაში მონაწილეობა (აღსარება, ზიარება) დაუშვებელია მართლმადიდებლისთვის, რადგან მართლმადიდებლურსა და სხვა, თუნდაც, ქრისტიანული მიმდინარეობის ეკლესიებს შორის ევქარისტიული (ლოცვითი) კავშირი არ არის. უცხოეთში ყოფნისას შეგიძლიათ, ილოცოთ ნებისმიერ მართლმადიდებლურ ტაძარში (ბერძნულ, რუსულ, სერბულ და სხვა).

 

რამდენად მისაღებია მშობიარობის დროს საკეისროს გაკეთება. ამის თაობაზე რაიმე ეკლესიური აკრძალვა ხომ არ არის? ოპერაციული ჩარევა, ანუ საკეისროს გაკეთება ეკლესიურად არ არის მიუღებელი. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რა მიზეზით იგეგმება. თუ საკეისრო კვეთა აუცილებელია პათოლოგიური ჩვენებებით, მაშინ შესაძლებელია მისი ჩატარება. სხვა შემთხვევაში, ცხადია, უმჯობესი იქნება, მშობიარობა ფიზიოლოგიურად წარიმართოს.

 

მაჩუქეს ჯვარცმა. როგორ უნდა გავარკვიო, მართლმადიდებლურია ის თუ კათოლიკური?ტრადიციულად, კათოლიკურ ჯვარცმაზე მაცხოვარი სამი სამსჭვალით (ლურსმნით) არის ჯვარზე მიკრული (ფეხები გადაჯვარედინებული აქვს), მართლმადიდებლურზე კი – ოთხით.

 

ძნელად გასარკვევ ვითარებაში, უნდა მიმართოთ მოძღვარს და ის გეტყვით, ჯვარცმა მართლმადიდებლურია თუ არა. დაწერილია, რომ მეორედ მოსვლის დროს მკვდრები აღდგებიან. როგორ და სად დაეტევა ამდენი ადამიანი? თუ თქვენ მორწმუნე ხართ და გწამთ მკვდრების აღდგომის, მაშინ ისიც უნდა იწამოთ, რომ მათი ადგილი გამოინახება და ეს იქნება ღვთის სასწაული. ხოლო, თუ როგორ მოხდება ეს, ჩვენს გონებას ამის გაგება არ შეუძლია. მაგრამ ჩვენს გონებას შეუძლია, ირწმუნოს, რომ ეს ნამდვილად აღსრულდება – ღვთის ნებით, სასწაულებს ჩვენ ყოველწუთს ვხვდებით. როგორ ფიქრობთ, ადამიანის ჩასახვა და ხორცის შესხმა ნაკლები სასწაულია, ვიდრე მკვდართა აღდგომა? ასე რომ, უფალი ყოველივეს აღასრულებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი