logo_geo
10 საინტერესო ფაქტი ისტორიიდან - რამდენად სწორად აღიქვამთ დროს?
- +

6 მაისი. 2020. 12:16

 

 

1. ექსტაზი 1912 წელს შეიქმნა. ზუსტად იმავე წელს ჩაიძირა ტიტანიკი.

2. დედა ტერეზა 1997 წლის 31 აგვისტოს გარდაიცვალა, პრინცესა დიანას ავტო კატასტროფიდან 5 დღის შემდეგ.

3. პირველად ვაგონები ორეგონის რკინიგზაზე 1843 წელს გამოჩნდნენ. იმავე წელს გამოიგონეს ფაქსის აპარატები.

4. „ვარსკვლავური ომები“ 1977 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე. ამ წელს, საფრანგეთში უკანასკნელი ადამიანი დასაჯეს გილიოტინაზე სიკვდილით.

5. ანა ფრანკი და მარტინ ლუთერ კინგი 1929 წელს დაიბადნენ.

6. დინოზავრის პირველი ჩონჩხი ჯორჯ ვაშინგტონის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ აღმოაჩინეს. მან არ იცოდა, რომ დინოზავრები არსებობდნენ.

7. პირამიდები ქრისტეს შობამდე 2260 წელს ააშენეს. ამ დროისთვის, დედამიწაზე მამონტები დააბიჯებდნენ.

8. კუ, სახელად „ჰარიეტი“ პირადად იცნობდა ჩარლზ დარვინს. ჰარიეტი 2016 წელს გარდაიცვალა.

9. მერლინ მონრო და დედოფალი ელიზაბეტი ერთ წელს დაიბადნენ. ეს ფოტო 1956 წელსაა გადაღებული და ორივე 30 წლისაა.

10. პირველი მიწისქვეშა სარკინიგზო სადგური ლონდონში 1863 წელის 19 იანვარს გაიხსნა. მაშინ, როდესაც ამერიკაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა.

 
 
 
 
 
წყარო : wyaro
big_banner
არქივი