logo_geo
როგორ უპასუხა მენდელეევმა კითხვას, შეიძლება თუ არა, მეორედ მოსვლისას, მიცვალებულთა აღდგომა?
- +

6 მაისი. 2020. 12:23

 

 

მენდელეევთან მეგობრები შეკრებილიყვნენ! მოილხინეს, ისაუბრეს და ისე, სხვთაშორის, ღმერთის არსებობა-არარსებობის თემაზეც იკამათეს! ბოლოს, მეორედ მოსვლისას მიცვალებულთა აღდგომამდეც მივიდნენ და ერთად დაასკვნეს, რომ შეუძლებელია და მეცნიერულად ყოვლად დაუსაბუთებელი, რომ ღმერთმა არსებობის შემთხვევაშიც კი, პირვანდელი სახით ა ღ ა დ გ ი ნ ო ს გარდაცვლილი ადამიანი, რომლის ნაწილაკებად დაშლილი სხეული ასი და ათასწლეულების მანძილზე მთელს სამყაროში შეიძლება იყოს გაფანტულიო. მენდელეევი კამათში არ ჩარეულა და პატარა დანით ხელში, ღიმილით, ერთ ადგილზე აგროვებდა იქვე გვერდით, თავის სამუშაო მაგიდაზე, ცდების მერე დაგროვილ მტვერს.

 

 

ბოლოს სტუმრებს ამ მაგიდასთან მოუხმო და კითხა:

 

 

- შეგიძლიათ ამ მტვრის გროვიდან მხოლოდ ლითონის ნარჩენები ისე გამოარჩიოთ, რომ მტვერში მათი უმცირესი ნაწილაკიც არ დარჩეს?

 

 

- შეუძლებელიაო! - თქვეს.

 

 

შეკითხვა ყველამ დიდი მეცნიერის ხუმრობად მიიღო და სანამ საპასუხო კითხვით სავსე თვალებით შეჰყურებდნენ, მენდელეევმა მაგნიტი მტვრის გროვასთან მიიტანა. მაგნიტმა კი მაშინვე აიკრა რკინის ნარჩენები და მართლა ისე, რომ მტვერში მოლეკულაც არ დარჩენილა. ყველას გაეცინა, დიდი მენდელეევის გარდა, რომელიც ძალიან სერიოზული სახით მიუბრუნდა თავის მეგობრებს:

 

 

- მე ღმერთი არ ვარ და უმარტივესად მოვახერხე ის, რაც მიწიერი კანონით, თქვენ, ცნობილ მეცნიერებს, ერთი წუთის წინ შეუძლებლად მიგაჩნდათ. ჰოდა, სად მე, ჩვეულებრივი მოკვდავი და სად ის, ვისი ნების, სურვილის და შესაძლებლობის უმცირესი ნაწილიც კი დედამიწაზე ყველაზე გონიერი ადამიანისთვისაც კი მიუწვდომელიაო!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი