logo_geo
ხარ თუ არა ფსიქიკურად ძლიერი ადამიანი? – 5 მთავარი მახასიათებელი
- +

6 მაისი. 2020. 13:06

 

 

ფსიქიკური სიძლიერე იმაში კი არ გამოიხატება, რას აკეთებს ადამიანი, არამედ პირიქით, რას არ აკეთებს.

 

 

იმისთვის, რომ ადამიანმა თავისი პოტენციალის მაქსიმუმი გამოამჟღავნოს, სულაც არაა საჭირო ბევრი მუშაობა. ამის ნაცვლად, სცადეთ გონივრულად გამოიმუშავოთ ჩვენი შემოთავაზებული რჩევები.

 

 

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 5 ქცევას, რომელსაც მენტალურად ძლიერი ადამიანები, არ აკეთებენ.

 

 

 

  1. მათ არ ახასიათებთ მოუთმენლობა

 

 

ფსიქიკურად ძლიერი ადამიანები არ ელოდებიან, რომ შედეგები მომენტალურად გამოჩნდება. როდესაც ახალ საქმეს, ან ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ან ფიზიკურ აქტივობებს იწყებენ, ისინი რეალისტები არიან. მათ იციან, რომ ყველაფერი კარგი იმას ელოდება, ვისაც ლოდინი შეუძლია.

 

 

  1. მათ არ ეშინიათ მარტო ყოფნის

 

 

ისინი არასოდეს იწუწუნებენ სახლში მარტო გატარებულ უქმეებზე. უფრო მეტიც, მათ მოსწონთ საკუთარ თავთან ყოფნა, ფიქრებისთვის ყურის დაგდება და არ ელოდებიან სხვებს იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნონ. ფსიქიკურად ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ თავი იდეალურად გაირთონ.

 

 

  1. მათ არ შურთ სხვების

 

 

ოდესმე გინატრია, რომ სხვისი ბედნიერება უბრალოდ გამქრალიყო? გშურს სხვისი წარმატების? აი ფსიქიკურად ძლიერ ადამიანებს კი არასოდეს, არასოდეს შურთ სხვისი მიღწევების. მათ შეუძლიათ არამხოლოდ გაიზიარობ სხვა ადამიანების სიხარული, არამედ იზრუნონ სხვების ბედნიერებაზე.

 

 

  1. ისინი არ იმეორებენ ერთი და იმავე შეცდომას

 

 

ადამიანების უმრავლესობას სურს ბედნიერი და წარმატებული ცხოვრება, თუმცა გამუდმებით ერთი და იმავე შეცდომას უშვებენ. ფსიქიკურად ძლიერი ადამიანები კი პირიქით, საკუთარ შეცდომებს გაკვეთილად აღიქვამენ და მათგან სწავლობენ.

 

 

  1. ისინი არ ცდილობენ ყველას ასიამოვნონ

 

 

მათ შესანიშნავად იციან, რომ ყოველთვის იარსებებს ვიღაც, ვისაც არ მოეწონები. შესაბამისად, იმის მცდელობა, რომ მას მოეწონო, დროისა და რესურსების ფუჭი ფლანგვაა. ამის ფუფუნება კი მათ ნამდვილად არ აქვთ.

 

 

რას იტყვი, ფსიქიკურად ძლიერი ადამიანი ხარ?

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი